x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სუპერ კრუასანი ჯემით (ან სხვა, ნებისმიერი გულსართით)

ამ რეცეპტით კრუასანი ძალიან რბილი და ფუმფულა გამოდის. ის ზომიერად ტკბილია და რადგან ცომი დიდი რაოდენობით შაქარს არ შეიცავს, მისი გამოყენება როგორც ტკბილი, ისე სხვა სახის გულსართიანი ღვეზელის ცხობისას შეიძლება.


image


ინგრედიენტები:image
თბილი რძე — 0, 5 ლ.

ფქვილი — 1 კგ.

კვერცხი — 4 ცალი


საფუარი — 20 გრ.

მარილი — 2 ჩ. კ.

შაქარი — 3 ს. კ.

კარაქი — 150 გრ.

ზეთი — 50 გრ.

ჯემი — გულსართისთვის

კვერცხის გული — 1 ცალი

ვანილი — 0, 5 გრ.


მომზადება:


1. რძეში ჩაყარეთ საფუარი და გააჩერეთ ცოტა ხანი > დაამატეთ: მარილი, შაქარი, კვერცხი > ათქვიფეთ ბლენდერით ან მიქსერით.

2. მიღებული თხევადი მასა გააჩერეთ თბილ ადგილზე 15 წუთი.

3. თასში გაცერით ფქვილი და ჩაასხით თხევადი მასა.

4. მოზილეთ ცომი > ცომის ზელვის დროს, ჯერ დაამატეთ გამდნარი კარაქი, ხოლო შემდეგ ზეთი > დაამატეთ ცოტა ფქვილი (1-2 ს. კ.), რომ უკეთესად მოიზილოს.

5. ამის შემდეგ, ცომი შეგიძლიათ პურის საცხობში მოათავსოთ (რეჟიმი ცომი –1 სთ. 30 წთ.) ან ცომის მოზელვა გააგრძელოთ.
6. ცომის ხელით მოზელვის შემთხვევაში, სამზარეულოს აპკი გადააკარით და 1 სთ. თბილ ადგილზე დადგით.
7. ამის შემდეგ, გუნდებად დაყავით და შეგიძლიათ ისეთი კრუასანები გააკეთოთ როგორიც ფოტოზეა ან სხვა ფორმა მისცეთ.

8. გამზადებული კრუასანები ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე დააწყეთ და თბილ ადგილზე 40-50 წუთი გააჩერეთ.

9. კვერცხის გულს შეურიეთ ვანილი და ცოტა რძე > გადაუსვით ზემოდან კრუასანებს.

10. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველის ღვეზელი «პიკანტური»

ღვეზელი «5 წუთიანი» (საფუარიანი ცომი, რომლის ცხობა მოზელვისთანავე შეიძლება)

საფუარიანი ცომი ტკბილი ცხობისთვის

0
461
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0