x
მეტი
  • 08.12.2024
  • სტატია:138659
  • ვიდეო:351979
  • სურათი:512361
მსოფლიოში ყველაზე კარგი ტორტი (ნორვეგიული ტორტი «Verdens Beste Kake»)

მსოფლიოში ყველაზე კარგი ტორტი – სწორედ ასე ითარგმნება ნორვეგიული ტორტის – «Verdens Beste Kake» სახელი. ფაქტობრივად, ეს ორ ფენიანი ნამცხვარია, მოხარშული კრემით.


image


ინგრედიენტები:


მასალა 2 ცომისთვის:


კარაქი — 100 გრ.
შაქარი, ან შაქრის პუდრი — 100 გრ.
შაქრიანი ვანილინი — 1 ჩ. კ.
მარილი — 1 მწიკვი
გამაფხვიერებელი — 2 ჩ. კ.
ფქვილი — 150 გრ.
კვერცხის გული — 4 ცალი
რძე — 75 მლ.


მასალა ბეზესთვის:


კვერცხის ცილა — 4
შაქარი — 200 გრ.
მარილი — 1 მწიკვი
სიმინდის სახამებელი — 2 ჩ. კ.
ნუშის ფანტელი — 60–80 გრ.


მასალა კრემისთვის:


რძე — 500 მლ.
შაქარი — 100 გრ.
სიმინდის სახამებელი — 50 გრ.
კვერცხი — 2 ცალი
შაქრიანი ვანილინი — 8 გრ.
ნაღები (33-35%) — 450 გრ.


მომზადება:


I. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ 4-5 წთ. ვიდრე არ აფუმფულდება > დაამატეთ შაქარი და ვანილინი და თქვიფეთ კიდევ 2-3 წთ. > დაამატეთ ცალ–ცალკე კვერცხის გული და ყოველი დამატების შემდეგ, ათქვიფეთ > ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს შეურიეთ > ფქვილის მესამედი დაუმატეთ მასას და დასაკრემით გადაურიეთ > დაამატეთ რძის ნახევარი და ისევ გადაურიეთ > დაამატეთ ფქვილის ნაწილი, ისევ გადაურიეთ > დაამატეთ დარჩენილი რძე, ისევ გადაურიეთ > და დარჩენილი ფქვილიც დაამატეთ > ყველაფერი კარგად შეურიეთ.

მიიღებთ კკრემისებრ მასას.

II. საცხობ ფირფიტაში ჩაფინეთ პერგამენტი და ზემოდან კარაქი გადაუსვით > მოათავსეთ პერგამენტზე ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ.

III. ბეზეს მოსამზადებლად, თასში მოათავსეთ ცილა და დაამატეთ მარილი > იმდენ ხანს თქვიფეთ, ვიდრე მკვრივ მასას არ მიიღებთ > ნელ–ნელა, დაამატეთ შაქარი და თან თქვიფეთ > ბოლოს კი, სიმკვრივისთვის, დაამატეთ სახამებელი და ისევ ათქვიფეთ.

IV. ბეზე მოათავსეთ ცომზე და დასაკრემით გადაასწორეთ > ზემოდან მოაყარეთ ნუშის ფანტელი.

V. გამოაცხვეთ 190°С–ზე – 10 წთ–ის მანძილზე, შემდეგ ტემპერატურა 160°С–მდე შეამცირეთ და აცხვეთ 30 წთ.

VI. როდესაც შეგრილდება, 2 ნაწილად გაყავით და ცხაურზე გადაიტანეთ გასაციებლად.

VII. თასში მოათავსეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, ვანილინი, სახამებელი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს > რძე მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ნელ–ნელა დაამატეთ თასში მოთავსებულ მასას, თან სულ ურიეთ > გადაიტანეთ მასა ქვაბში და დადგით ცეცხლზე > ხელის სათქვეფით ურიეთ და როდესაც ადუღდება, 1 წუთი ხარშეთ.

VIII. ქვაბს სამზარეულოს აპკი გადააკარით და დადგით გასაციებლად.

IX. როდესაც კრემი გაცივდება, ათქვიფეთ ნაღები (ნაღები ცივი უნდა იყოს) > კრემს ნელ–ნელა დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, თან სულ თქვიფეთ.

X. ერთი ფენა გადაიტანეთ ლანგარზე > ზემოდან მოათავსეთ კრემი და დასაკრემით გადაასწორეთ > ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა და ფრთხილად დააწექით > შეინახეთ მაცივარში 12 სთ–ით.

ტორტი ძალიან ნაზი გამოდის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი ისტორიები დედამიწის სიღრმეში არსებულ სამყაროზე

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (VI ნაწილი)

* ვინ არის დამნაშავე? – 3 დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0