x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფუმფულა კი არა, უფუმფულესი ბლინები
image


ინგრედიენტები:


კვერცხი — 2 ცალი
ფქვილი — 150 გრ.
შაქარი — 2 ს. კ.
შაქრიანი ვანილინი — 1 პაკეტი
კეფირი — 100 მლ.
სოდა — 1 ჩ. კ.
ხაჭო — 180 გრ.
მარილი — 1 მწიკვი
ზეთი — გამოსაცხობად


მომზადება:


I. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ხელის სათქვეფით > დაამატეტ მარილი და ვანილინი (კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს).



image


II. დაამატეთ ოდნავ შემთბარი კეფირი და სოდა > კიდევ ერთხელ, ყველაფერი კარგად აურიეთ სათქვეფით.


image


III. დაამატეთ ხაჭო და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.


image


IV. თასში ჩააცერით ფქვილი და მოამზადეთ ცომი. ის საკმარისად სქელი უნდა იყოს და ფორმას უნდა ინარჩუნებდეს. ამიტომ, თუ საჭირო იქნება, ცოტა ფქვილი დაამატეთ.


image


V. ტაფაზე დაასხით ზეთი, იმდენი რომ ძირი დაიფაროს (ძალიან ბევრი არა) > დაასხით ცომი, შეგიძლიათ ამისთვის საკონდიტრო ტომარა გამოიყენოთ. თუმცა, სუფრის კოვზითაც შეიძლება.


image


VI. ერთი გვერდი რომ შეიწვება, ფრთხილად გადააბრუნეთ.


image


VII. სახურავი დაახურეთ და აცხვეთ 3-4 წთ–ი, საშუალო ცეცხლზე.


image


და ყველაზე ფუმფულა ბლინები მზად იქნება!


image


imageimageimageimage



0
919
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0