x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნამცხვარი ჯემით (მარტივად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი)
image


ინგრედიენტები:


კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) – 180 გრ.

მარილი – 1 მწიკვი

შაქარი – 130 გრ.

კვერცხი – 1 ცალი

ფქვილი – 310 გრ.

გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ. (ან სოდა – 0, 5 ჩ. კ.)

ვანილინი – 1 ჩ. კ.

კენკრის ჯემი – 250 გრ.


მომზადება:


I. ღრმა თასში მოათავსეთ კარაქი > დაამატეთ მარილი და ავთქვიფეთ მიქსერით > კარგად რომ აითქვიფება, დაამატეთ შაქარი > გააგრძელეთ თქვეფა > დაამატეთ კვერცხი > ჩააცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილინი > ინგრედიენტები ერთმანეთს ხელით შეურიეთ > მოზილეთ ცომი. ის რბილი და გასაბრტყელებელი უნდა იყოს.

II. მაგიდაზე დაფინეთ საცხობი ქაღალდი (პერგამენტი, კალკა) > გააბრტყელეთ ცომი, ძალიან თხელ ფენად. უნდა მიიღოთ 30X35 სმ-ს სიგრძე–სიგანის ფენა > დაჩხვლიტეთ ჩანგლიათ.


image


III. კალკა გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და ნამცხვარი გამოაცხეთ 200 გრ. წინასწარ გახურებულ ღუმელში, 10 წთ.

IV. გამომცხვარ ფირფიტას გვერდები ჩამოაჭერით და გაყავით 2 თანაბარ ნაწილად > ფირფიტის ჩამოჭრილი ნაწილები დაფხვენით.



image


V. გაყავით ჯემი შუაზე > ჯემის 1 ნაწილი თანაბრად გაანაწილეთ ერთ ფირფიტაზე > დააფარეთ ზემოდან მეორე ფირფიტა და გადაუსვით დარჩენილი ჯემი > მოაყარეთ ზემოდან ნამცხვრის ნაფხვენი.


image


VI. დაჭერით სუფრაზე მიტანის წინ.


image


image

imageimageimageimage




0
454
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0