x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხაჭოს ფუნთუშები წასახემსებლად – მარტივად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი

image

ინგრედიენტები:


კვერცხი – 1 ცალი
შაქარი – 3 ს. კ.
მარილი – 1 მწიკვი
ხაჭო – 100 გრ.
სოდა – 1 მწიკვი
ძმარი – 1 ჩ. კ.
ფქვილი – 1 ჭიქა
ზეთი ან პერგამენტი – საცხობი ფირფიტისთვის


image


მომზადება:


I. თასში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი, მარილი, კვერცხი და ათქვიფეთ.

შეგიძლიათ, ეს ხელის სათქვეფით გააკეთოთ. ხოლო, თუ ხაჭოს მსხვილი ბურთულები დარჩება, მაშინ მიქსერი გამოიყენეთ.
II. შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ძმარი და დაამატეთ თასში მოთავსებულ ინგრედიენტებს > ჩააცერით ფქვილი > მოზილეთ ცომი.


image

III. დაყავით ცომი გუნდებად (საშუალოდ, 10 გამოდის) > თითოეულ გუნდას მიეცით ძეხვის ფორმა > შეაერთეთ მისი ბოლოები ერთმანეთთან > გამზადებული ფუნთუშები მოათავსეთ ზეთწასმულ საცხობ ფირფიტაზე.
IV. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 25-30 წთ–ს მანძილზე.

V. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ შაქრის პუდრი მოაყაროთ (ძალიან უხდება).

imageimageimageimageimageimageimage






0
294
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0