ინგრედიენტები ცომისთვის:
ფქვილი — 150 გრ.
კარაქი — 100 გრ.
კვერცხი — 5 ცალი
რძე — 125 მლ.
წყალი — 125 მლ.
შაქარი — 1 ჩ. კ.
მარილი — 1 მწიკვი
ინგრედიენტები კრემისთვის:
არაჟანი 20% — 300 მლ.
შაქარი — 120 გრ.
ფქვილი — 2 ს. კ. (თავმოდგმული)
კვერცხი — 1 ცალი
ხაჭოს ყველი — 300 გრ.
კარაქი — 200 გრ.
შაქრის პუდრა — 50 გრ.
მომზადება:
შენიშვნა: ტორტის ცხობის დაწყებამდე, კრემი წინასწარ, — წინა დღეს მოამზადეთ.
I. ქვაბში ჩაასხით წყალი და რძე, ჩაყარეთ მარილი და შაქარი, დაამატეთ კარაქი > დადგით ქვაბი ცეცხლზე და მასა მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > ჩააცერით ფქვილი > ინტენსიურად ურიეთ ხის კოვზით და ხარშეთ 1 წუთი.
უნდა მიიღოთ ერთფეროვანი პრიალა ცომი.
II. გადაიტანეთ ცომი სათქვეფ თასში და 7-10 წთ–ის მანძილზე გააგრილეთ.
III. დაუმატეთ კვერცხი, სათითაოდ > ყოველი დამატების შემდეგ, მიქსერით ათქვიფეთ.
მიიღება ერთგვაროვანი, არც ისე სქელი ცომი.
IV. 30х30 სმ–ს ზომის საცხობ ფირფიტაზე პერგამენტის ფურცელი ჩაფინეთ > ცომი გაყავით 2 ნაწილად > 1 ნაწილი ფირფიტაზე გადაიტანეთ და ცომის ზედაპირი კოვზით გაასწორეთ.
V. ღუმელი 220 გრადუს ტემპერატურაზე გაახურეთ და გამზადებული ფირთიტა 10 წუთის მანძილზე ამ გრადუსზე აცხეთ, ხოლო შემდეგ, ტემპერატურა 200 გრადუსამდე შეამცირეთ და კიდევ 15 წთ. აცხეთ, ვიდრე ფირფიტა ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს > იგივე წესით, გამოაცხვეთ ცომის II ნაწილიც.
VI. როგორც აღვნიშნეთ, კრემის მომზადება წინა დღეს შეიძლება: ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, შაქარიო, ფქვილი და კვერცხი > ათქვიფეთ ხელის სათქვეფით და დადგით ცეცხლზე > მიიყვანეთ მასა დუღილის ტემპერატურამდე, თან სულ ურიეთ > როგორც კი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით > კრემი თასში გადმოიტანეთ და სამზარეულოს აპკი გადააკარით, ისე რომ კრემთან კონტაქტში იყოს.
VII. კარაქი და ხაჭოს ყველი, რა თქმა უნდა, ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. როდესაც კრემი კარგად გაგრილდება, ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრა, 3 წთ–ი მანძილზე > თქვეფა გააგრძელეთ და პატარ–პატარა ულუფებით, მოხარშული კრემი დაამატეთ > ბოლოს დაამატეთ ხაჭოს ყველი და ისევ კარგად ათქვიფეთ > გამზადებული კრემი მაცივარში შეინახეთ.
VIII. ფირფიტები გაჭერით 2–2 ნაწილად > წაუსვით კრემი და გააფორმეთ.