ნამცხვრები ნამცხვარი «კუთხეები» – უფრო გემრიელი და გამარტივებული რეცეპტი 2021, 22 ოქტომბერი, 16:41 ნამცხვრის «კლასიკური» რეცეპტი უკვე გამოქვეყნებული იყო. თუმცა, იმის გამო, რომ მოსამზადებლად არც ისე მარტივია და პირადად მე, ასეთი გულსართის მქონე ნამცხვრები დიდად არ მიყვარს, რეცეპტის შეცვლა გადავწყვიტე და უნდა გითხრათ, რომ ბევრად უკეთესიც კი გამოვიდა, როგორც მოსამზადებლად, ისე საგემოვნო თვისებებით. «კუთხეების» ახალი რეცეპტი კი, ასეთია: მასალა ცომისთვის: არაჟანი – 1 ჭიქა კვერცხი – 1 ცალი გამაფხვიერებელი – 2 ჩ. კ. ფქვილი – 3, 5 ჭიქა გაყინული მარგარინი – 250 გრ. მასალა გულსართისთვის: ნიგოზი – 1 ჭიქა შაქარი – 1 ჭიქა კვერცხის გული – 1 ცალი და ვანილინი (გადასასმელად) მომზადება: 1. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი და არაჟანი. 2. დიდ თასში მოათავსეთ სახეხზე გახეხილი მარგარინი > ზემოდან დააყარეთ ახლად გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი > ხელით კარგად აზილეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა, პატარ-პატარა ბურთებით. 7. სამკუთხედები გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე ან პერგამენტის ქაღალდზე > ზემოდან ცოტა წყალში და ვანილინში ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით > თითოეული ნაჭერი ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ და ცოტა შაქრის ფხვნილი მოაფიფქეთ. 8. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
280 3-ს მოსწონს
|