ნამცხვრები სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში 2020, 31 მარტი, 10:06 ინგრედიენტები: გამზადებული ფენოვანი ცომი – 2 ცალი შესქელებული რძე – 1 ქილა კარაქი – 200 გრ. ვანილინი – 1 გრ. მომზადება: I. მოათავსეთ პერგამენტი საცხობ ფირფიტაზე და როდესაც ცომი გალღვება, გაშალეთ > გამოაცხვეთ, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, 15 წუთის მანძილზე. II. ფირფიტები შუაზე გაჭერით > თითოეულის ზედა, თხელი ფენა, დაფხვენით და ტორტზე მოსაყრელად გადადეთ. III. მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ კარაქი, შესქელებული რძე და ვანილინი კარგად. IV. ააწყეთ ტორტი: ფენებს შორის, ან ერთი ფენის გამოტოვებით, შეგიძლიათ კრემთან ერთად, ცოცხალი კენკრა ან მურაბა დაამატოთ > ზემოდან მოაყარეთ ნაფხვენი.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |