x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე გემრიელი ნამცხვრები მოხარშული კრემით

«ჩიტის რძე»


image


მასალა ცომისთვის:


კვერცხი – 4 ცალი

შაქარი – 2 ჭიქა

თაფლი – 4 ს. კ.

მარგარინი – 200 გრ.

სოდა – 1 ჩ. კ.

ძმარი – 1 ს. კ.

მარილი – 1 მწიკვი

ვანილინი – 0, 7 გრ.

ფქვილი – 5 - 6 ჭიქა


მასალა კრემისთვის:


რძე – 1 ლ.

შაქარი – 1 ჭიქა

ფქვილი – 3 ს. კ.

კარაქი – 100 გრ.

ვანილინი – 0, 7 გრ.

ხილის ლიქიორი (სურვილის შემთხვევაში) – 2 ს. კ.


შოკოლადის მინანქარი – ნებისმიერი



მომზადება:


I. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე.

II. როდესაც მარგარინუ შეგრილდება, ემალირებულ თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ თაფლი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ მარგარინი, სოდა ძმრით, ვანილინი, მარილი და კარგად ათქვიფრთ.

III. თასი დადგით ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს > 15-20 წთ. განუწყვეტლივ ურიეთ.

IV. როდესაც ცომის მასას ფერი შეეცვლება და ბუშტები გაუჩნდება, თანდათანობით დაამატეთ 4 ჭიქა ფქვილი. ყოველი ჭიქის დამატების შემდეგ, შეეცადეთ, რომ ერთფეროვანი მასა მიიღოთ.

V. ცომი გადმოდგით ცეცხლიდან და როდესაც შეგრილდება, იმდენი ფქვილი დაამატე, რამდენსაც შეიზელს. ცომი რბილი და გასაბრტყელებელი უნდა იყოს.

VI. ცომი გაყავით 3 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები.

VII. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე.

VIII. გამოაცხვეთ, წიწნაწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე.

IX. კრემის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და ფქვილი > ჩაყარეთ ანადუღარ, ცივ რძეში > დადგით ცეცხლზე და სულ ურიეთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ > ადუღეთ შესქელებამდე და თან ურიეთ.

X. ცეცხლიდან გადმოდგით > შეგრილებულ კრემს (კრემი იმდენად თბილი უნდა იყოს, რომ მასში კარაქი გადნეს) დაამატეთ კარაქი, ვანილი და ლიქიორი.

XI. კრემი გაყავით 2 ნაწილად და თბილივე წაუსვით ნამცხვრის ორ ფენას > ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი.

XII. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 3-4 სთ. > შედგით მაცივარში.

შენიშვნა: ნამცხვარი II დღეს უფრო გემრიელია.



იაპონური ტორტი


image


მასალა ცომისთვის:

კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
თაფლი - 3 ს. კ.
მარგარინი - 200 გრ.
ნიგოზი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ. კ.
ძმარი - 1 ს. კ.
მარილი - 1 მწიკვი
ვანილინი - 1, 5 გრ.
ფქვილი - 5-6 ჭიქა


მასალა კრემისთვის:

რძე – 1 ლ.
შაქარი – 1 ჭიქა
ფქვილი – 3 ს. კ.
კარაქი – 100 გრ.
ვანილინი – 0, 7 გრ.
ხილის ლიქიორი (სურვილის შემთხვევაში) – 2 ს. კ.


გასაფორმებლად:


ალუბლის ან სხვა კენკრის მურაბა


მომზადება:


I. მარგარინი გაადნეთ ცეცხლზე > ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
II. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ თაფლი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ გაგრილებული მარგარინი და ათქვიფეთ > დაამატეთ ნიგოზი, ძმარში გახსნილი სოდა, მარილი, ვანილინის ნახევარი, ფქვილი რასაც შეიზელს. ცომი რბილი, გასაბრტყელებელი უნდა იყოს.

III. ცომი გაყავით 3 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > გააბრტყელეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ქაღალდზე > ერთი ფენა მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე და 5-5 სმ-ს დაშორებით, ნახვრეტები ამოჭერით.

შენიშვნა: ნახვრეტები მხოლოდ ერთ ფენაზე უნდა გააკეთოთ. თუ ცხობის დაწყებამდე ქაღალდის ტრაფარეტს გააკეთებთ, ნახვრეტების ამოსაჭრელი ადგილების მონიშვნა გაგიადვილდებათ და ტორტი უფრო ლამაზი გამოვა.


image


IV. გამოაცხვეთ, წიწნაწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე.

V. როდესაც ფენები გაცივდება, გვერდები ჩამოაჭერით და ჩამონაჭრები დაფხვენით.

VI. კრემის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და ფქვილი> ჩაყარეთ ანადუღარ, ცივ რძეში > დადგით ცეცხლზე და სულ ურიეთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ > ადუღეთ შესქელებამდე და თან ურიეთ.
VII. ცეცხლიდან გადმოდგით. შეგრილებულ კრემს (კრემი იმდენად თბილი უნდა იყოს, რომ მასში კარაქი გადნეს) დაამატეთ კარაქი, ვანილი და ლიქიორი.
VIII. გაყავით 3 ნაწილად და თბილივე წაუსვით ფენებს. ზემოთ უნდა მოათავსოთ ნახვრეტებიანი ფენა > კრემის გადასმის შემდე, ნახვრეტებში ჩაალაგეთ ალუბალი ან სხვა კენკრის მურაბა > ზემოდან და გვერდებზე მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი.

IX. ტორტი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 3-4 სთ, რომ კრემი კარგად გაცივდეს და ფენები დარბილდეს.

imageimage

რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)
image

image


0
231
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0