ნამცხვრები ყველასათვის საყვარელი პეროგი "ზებრა".მარტივი და გემრიელი(მაშას რეცეპტებიდან) 2013, 11 დეკემბერი, 15:59 ![]() საჭირო პროდუქტები: –5კვერცხი –1.5–2ჭიქა შაქარი –მარგარინი–150-200გრ.(გამდნარი და შეგრილებული) –0, 5ჩ.კ სოდა(ძმრით ამოყვანილი) –ფქვილი–2ჭ(250-270გრ) –კაკაოს ფხვნილი მომზადების წესი ეტაპობრივად: (ფოტოების დართვით) ![]() 1.კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად კარგად–გათეთრებამდე. ![]() 2.დავუმატოთ არაჟანი სოდით და ძმრით, გამდნარი მარგარინი, 1, 5ჭიქა გაცრილი ფქვილი და ვურიოთ კარგად, ვიდრე არ გაიხსნება ფქვი- ლი და ერთიან მასას არ მივიღებთ.(უმჯობესია მიქსერით) ![]() ![]() ![]() 4.მეორე ნაწილს კი დავუმატოთ 2ს.კ.-კაკაოს ფქვილი(გაცრილი) და მოვურიოთ კარგად ვიდრე არ გაერთიანდება.ცომი უნდო იყოს დასასხმელი. ![]() 5.მოზრდილ ნამცხვრის ყალიბს(D=26-28სმ)წავუსვათ ცხიმი და ცენტრში რიგრიგობით დავიწყოთ ცომის დასხმა სუფრის კოვზობით, არ ავურიოთ ერთმანეთში. 6.საბოლოოდ კი მივიღებთ ასეთ შედეგს: ![]() ![]() 7.გამოვაცხოთ პეროგი "ზებრა"190-200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ აირღუმელში, ნახევარი საათის განმავლობაში.თუკი თავზე მალე გადაწითლდება და გულში არ არის გამომცხვარი, როცა ხის ჩხირით გავსინჯავთ, დავუწიოთ ცოტა ღუმელს და თავზე ტყვიის ქაღალდი(ფოლგა) დავაფაროთ მზადყოფნამდე. ![]() მიირთვით გემრიელად! ![]() თქვენი მაშა 6893 11-ს მოსწონს
|