x
მეტი
  • 05.11.2024
  • სტატია:138045
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511807
სწრაფად გასაკეთებელი უგემრიელესი ტორტი– არაჟნის ჰაეროვანი კრემით
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, 20 წელია რაც ამ ტორტს ვაცხობ და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის დღესასწაულია, როცა სუფრას ეს ტორტი ამშვენებს.მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.ვფიქრობ როცა გააკეთებთ თქვენც უთუოდ კმაყოფილი დარჩებით.გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ტორტის გამოცხობას ძვირადღირებული ინგრედიენტები არ ჭირდება.ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს საუბარი შევუდგეთ ტორტის მომზადებას.ამისთვის კი საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:

კვერცხი...2ც.

შაქარი...1ჭ.


კეფირი ან მაწონი...1ჭ.

ჯემი ან მურაბა ქლიავის...1ჭ.(ან სხვა ნებისმიერი ჯემი–მომჟავო გემოსი)

სოდა...2ჩ.კ(თავის გარეშე)

პ/ფქვილი...2ჭ.

კაკაოს ფხვნილი...1ს.კ.

კრემისთვის:

არაჟანი...2ჭ.

შაქრის პუდრა...1ჭ.

ცოტა ვანილი.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ავიღოთ კვერცხი და შაქარი და ავთქვიფოთ კარგად.დავამატოთ კეფირი ან მაწონი სოდასთან ერთად ამოყვანილი, შემდეგ კი ჯემი და ბოლოს ფქვილი შევურიოთ ნელა მიქსერის გარეშე, რომ ჰაეროვანი გამოვიდეს ცომი.მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, ქაფალდმოფენილ20-25 სმ დიამეტრის ფორმაში.გამომცხვარი და გაციებული ფირფიტები გავყოთ თანაბრად კიდევ 2 ნაწილად.(მე ძაფის დახმარებით ადვილად ვახერხებ ამას)სულ გვექნება 4 ფირფიტა.

კარგად ავთქვიფოთ 25%იანი ახალი არაჟანი, დავამატოთ შაქრის პუდრა და ცოტა ვანილი.მივიღებთ ჰაეროვან კრემს.გავანაწილოთ მიღებული კრემი და ყველა ფენას გადავუსვათ, ასევე გარედანაც.მორთვა შეგვიძლია ნებისმიერად.ან გახეხილი შოკოლადით და მოხალული კაკალით და თხილით, ან ახალი ხილით.ეს თქვენს ფანტაზიაზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ვფიქრობ არ არის რთული გასაკეთებელი ტორტი, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან გემრიელი გამოდის.მაშ მოამზადეთ და... მ ი ი რ თ ვ ი თ გ ე მ რ ი ე ლ ა დ!

6
20595
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
20595
  
2017, 9 ნოემბერი, 14:34
აი რა უნდა გააკეტოტ ტხელი რომ არ გამოვიდეს; 500 გრ არაჟანი მოათავსეთ მარლაში და გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამე. დილით არაჟანი დაგხვდებათ კარგად გაწურული და უფრო სქელი.
2014, 20 ივლისი, 18:08
ეს კრემი სამწუხაროდ გათვლილია რუსეთის ხარისხიან არაჟანზე რომელსაც ჩვენი არაჟანი რომელიც სახამებლითაა შესქელებული ვერ ცვლის,ამიტომ უმჯობესია ნაღები გამოიყენოთ კარგი ხარისხის.ზოგჯერ ამართლებს არაჟანი და ზოგჯერ არა,ეს თავადაც გამოვცადე.უზუსტობა კი რეცეპტში ნამდვილად არ არის.გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩემი რეცეპტებით.
2014, 20 ივლისი, 16:51
გამარჯობა...ძალიან გთხოვთ დამიზუსტოთ,ამ ტორტის გაკეთება მინდა დაბ.დღისთვის და კრემი რომ თხელი არ გამომივიდეს ქალბატონი ცისანას მსგავსად რავქნა?
2014, 31 იანვარი, 10:11
ქალბატონო რუსუდან, გავაკეთე ეს ტორტი და ბისკვიტიცა და კრემიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. მაგრამ კრემი საოცრად თხელი იყო და იძUლებული გავხდი, მოხარშული კრემი გადამერია. მეზობელმა მითრა, შაქრის პუდრა გაათხელებდა, აბა,რას იზამდაო. არაჟნის კრემი პირველად გავაკეთე. პროპორციებიც ზუსტად დავიცავი, ხარისხიანი არაჟანი იყო და 1ჭიქა პუდრი ვუქენი. მიქსერით შევათქვიფე. მაინტერესებს, რა სისქის უნდა იყოს არაჟნის კრემი და რა გავაკეთე არასწორად. :) წინასწარ დიდი მადლობა.
2013, 24 ნოემბერი, 20:42
ხო.ოღონდ არაჟანი ხარისხიანი უნდა შეარჩიო თორემ შეიძლება აიჭრას.
2013, 24 ნოემბერი, 20:37
მე გავაკეთე ერთხელ არაჟნის და თეთრი სგუშონის კრემით ნამცხვარი. რაღაც საოცარი კრემი გამოვიდა და ჯამში უგემრიელესი იყო.
0 1 6