x
image
ქეთეონე
"კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა"- რას წერს ნიკა გვარამია?

image

დღეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა - მესამე პრეზიდენტმა პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ექიმის დახმარება ითხოვა.


აღნიშნულთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ქართულ ოცნებას" და საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს.



image

"კაცი პირდაპირ ეთერში კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა. "ქართული ოცნება" თქვე მწამებლებო, რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაწერთ მაგ კითხვარში, ან საერთოდ, ჩაწერთ თუ არა რამეს?! ზუსტად მაგიტომ კლავთ სააკაშვილს, რომ შანსი არ ქონდეს საქართველოს არსად და არასდროს, პუტინის რუსეთის გარდა.



საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ, დაწყებული უკრაინის ავტოკეფალიის თაროზე შემოდებული ტომოსით და დასრულებული პუტინის პატიმარ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. აღდგომა მოდის, სიცოცხლის დღესასწაული, და თქვენ ადამიანის სიკვდილს შეყურებთ გულგრილად, ზოგიც - სიხარულით"


როცა ადამიანი თვალსა და ხელს შუა კვდება იმის გამო, რომ ჯერ აწამეს და ახლა ჯანდაცვის უფლებაზე უარს ეუბნებიან, სიჩუმე თანამონაწილეობა ხდება.
გინდა რიგითი მოქალაქის, გინდა პოლიტიკოსის, გინდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, გინდა თანამდებობის პირის, გინდა ხელოვანის თუ მწერლის, გინდა სასულიერო პირის (ნებისმიერი რელიგიის), ნებისმიერის, ნებისმიერის, ნებისმიერის. p.s. ექიმების დიდი ნაწილი უკვე რომ საარჩევნო ზონდერმასწავლებლებისგან არაფრით განსხვავდებიან, სამწუხარო, მაგრამ ფაქტია."- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.



1
151
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
151
  
2022, 20 აპრილი, 23:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1