საზოგადოება "ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე... გაიყვანეთ ხალხი" - უკრაინის საზღვაო ქვეითთა მეთაური 2022, 18 აპრილი, 19:37 ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში უკრაინის საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფის მეთაურმა წერილი მისწერა რომის პაპ ფრანცისკეს და მოუწოდა, გადაერჩინა ქალაქში დაბომბვის ქვეშ დარჩენილი ხალხი.წერილში, რომელიც გამოქვეყნდა Ukrainska Pravda-ს ვებგვერდზე, მაიორი სერგეიი ვოლინა, 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, წერდა: „მე არ მინახავს თქვენი მიმართვები მსოფლიოსადმი და არ წამიკითხავს ყველა თქვენი ბოლო განცხადება, რადგან 50 დღეზე მეტია სრულ ალყაში ვიბრძვი და ერთადერთი, რისთვისაც დრო მაქვს, სასტიკი მტრისგან ალყაში მოქცეული ქალაქის ყოველი მეტრის დაცვაა. თქვენ, ალბათ, ცხოვრებაში ბევრი გინახავთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასოდეს გინახავთ რა ხდება მარიუპოლში. რადგან ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ცოტა დრო მაქვს, რომ აღვწერო ყველა ის საშინელება, რასაც აქ ყოველდღე ვხედავ. ქარხანაში [აზოვსტალი] ქალები ბავშვებთან და ჩვილებთან ერთად ბუნკერებში ცხოვრობენ. შიმშილსა და სიცივეში. ყოველდღე მტრის საჰაერო თავდასხმის სამიზნეები არიან. დაჭრილები ყოველდღე იღუპებიან, რადგან არც წამალია, არც წყალი, არც საკვები. დადგა დრო, როდესაც ლოცვა არ არის საკმარისი, დაეხმარეთ მათ გადარჩენაში. მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შემდეგ არავის სჯერა რუსი ოკუპანტების. მოიტანეთ სიმართლე მსოფლიოში, გამოიყვანეთ ხალხი და გადაარჩინეთ მათი სიცოცხლე სატანის ხელიდან, რომელსაც ყველა ცოცხალი არსების დაწვა სურს". 370 1-ს მოსწონს
|