x
image
ქეთეონე
"რა სიბეცეა...."- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე?

image

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სკოლებში მეგრულისა და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლების შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება.

"რა სიბეცეა უკრაინას უყურებდე და ენის გეშინოდეს! რუსულენოვანი ბებიები ესვრიან რუსის ტანკებს დიმშიშკებს და ამ დროს თვითმარქვია მთავრები მეგრულ ენაზე ნერვიულობენ.


პ.ს. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ერი სახელმწიფო - რესპუბლიკა! სადაც სახელმწიფო ენა იქნება ქართული და ყველა მოქალაქე იქნება ქართველი! მიუხედავად იმისა რა ენაზე საუბრობს, რა კუთხიდანაა, რა ეთნიკური წარმომავლობის და რელიგიური კუთვნილებისაა!



ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა! აი, ამ უთვალავი ფერის შენარჩუნებაა ჩვენი ერთიანი ქვეყნის ისტორიული ამოცანის ნაწილი!"

0
586
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0