უგემრიელესი, ჰაეროვანი და ნაზი ფუნთუშების, ამ რეცეპტის მიხედვით მომზადება, დამწყებ მზარეულებსაც კი შეუძლიათ. რეცეპტი საკმაოდ მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია. ხოლო, სასურველი შედეგი, პირველივე ცდაზე მიიღწევა.
ინგრედიენტები ცომისთვის:
ფქვილი — 550-600 გრ.
შაქარი — 100 გრ.
მარილი — 0, 5 ჩ. კ.
მშრალი საფუარი — 10-11 გრ. (1 ს. კ.)
რძე — 150 მლ.
კარაქი — 50 გრ.
კვერცხის ცილა — 2 კვერცხის (გული კრემისთვის შეინახეთ)
ხვეულების შიქთავსი მოხარშული კრემია, რომელიც მას სინაზეს შესძენს.
ინგრედიენტები კრემისთვის:
რძე — 320 მლ.
კვერცხის გული — 2 კვერცხის
შაქარი — 120 გრ.
სახამებელი — 30 გრ.
შაქრიანი ვანილინი — 1 პაკეტი
ასევე საჭირო იქნება:
1 კვერცხის გული, 2 ს. კ. რძე და 1 ჩ. კ. ვანილინი — გადასასმელად
და შაქრის პუდრი, უკვე გამომცხვარ ხვეულებზე — მოსაყრელად
მომზადება:
I. ქვაბში მოათავსეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხის გული, სახამებელი და ვანილინი > თქვიფეთ ხელის სათქვეფით, შაქრის გადნობამდე > დაუმატეთ რძე და ისევ თქვიფეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დადგით ქვაბი საშუალოზე, ოდნავ დაბალ ცეცხლზე და იქამდე ხარშეთ, ვიდრე მასა არ შესქელდება, თან სულ ურიეთ > მზა კრემი შეგიძლიათ თასში გადაიტანოთ, რომ ოთახის ტემპერატურაზე გაგრილდეს. ხოლო იმისთვის, რომ ზედაპირზე ქერქი არ გადაეკრას, სამზარეულოს აპკი პირდაპირ თავზე გადააკარით, ისე, რომ ის კრემის ზედაპირს და თან, თასის კედლებს ეხებოდეს.
II. ცომის მოზელამდე, გაცერით ფქვილი, რომ ჟანგბადით გაამდიდროთ > ფქვილის ნაწილი გადაინახეთ (რადგან ფქვილი სხვადასხვა ხარისხის არის და კვერცხის ზომაც განსხვავებულია, თუ საჭირო იქნება, მერე დაამატებთ) და დარჩენილ ფქვილს მშრალი იგრედიენტები (შაქარი, ვანილინი და საფუარი) დაამატეთ > ყველაფერი კარგად შეურიეთ > გააკეთეთ ფქვილში ჩაღრმავება და ნელ–ნელა ჩაასხით თბილი რძე (თბილი და არა ცხელი) > დაუმატეთ ცეცხლზე გამდნარი თბილი კარაქი და კვერცხის ცილა > ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ და მოზილეთ ცომი > მოათავსეთ ცომი თასში, გადააკარით ზემოდან სამზარეულოს აპკი და დადგით თბილ ადგილზე 1–1, 5 სთ–ით. ცომი ზომაში 3–4 –ჯერ უნდა გაიზარდოს.
III. ცომი, ამოსვლის შემდეგ, გადაიტანეთ მაგიდაზე და გააბრტყელეთ 5 მმ–ის სისქეზე > მიეცით მას მართკუთხედის ფორმა > წაუსვით კრემი, კიდეები 1-1, 5 სმ. კრემის გარეშე დატოვეთ > ცომი, ერთი მიმართულებით, მსუბუქად გადაახვიეთ > კიდეები დაუმაგრეთ და ნაკერით ქვევით მოათავსეთ.
IV. აიღეთ ჩვეულებრივი ძაფი, რომელიც კერვისთვის გამოიყენება და მოათავსეთ ხვეულის ქვევით > ძაფის ბოლოები გადააჯვარედინეთ და ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გაქაჩეთ – ხვეულს ნაწილი ჩამოეჭრება. თითოეული ნაჭრის ზომა 3-4 სმ. უნდა იყოს.
V. დაჭრილი ხვეულის ნაჭრები გადაიტანეთ პერგამენტზე, საცხობ ფირფიტაზე > გაუკეთეთ ჩხირით სიგრძეზე ჩაღრმავება > გადააკარით ზემოდან სამზარეულოს აპკი და გააჩერეთ ასე 10-15 წთ.
VI. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, რძე, ვანილინი და ფუნჯით გადაუსვით ხვეულებს > გამოაცხვეთ 180ºС –ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში > შეგრილების შემდეგ, მოაყარეთ შაქრის პუდრი.