მასალა ცომისთვის:
კარაქი (ან მარგარინი) – 100 გრ.
შაქარი – 1 ჭ.
არაჟანი – 200 გრ.
ქიშმიში – 100 გრ.
მანქანაში გატარებული ნიგოზი – გემოვნებით
გამაფხვიერებელი – 2 ჩ.კ. (ან სოდა – 1 ჩ.კ.)
მარილი – 1 მწიკვი
შაქრიანი ვანილი – 1 შეკვრა
ფქვილი – რასაც შეიზელს
სურვილის შემთხვევაში, კვერცხის გული (გადასასმელად)
მასალა გულსართისთვის:
ქლიავის ჩირი (უკურკო) – 15 ცალი
შოკოლადის ფილა – 1 ცალი (15 კუბიკიანი)
მომზადება:
I. გარეცხეთ და მდუღარე წყალი დაასხით ქიშმიშს > როდესაც წყალი გაცივდება, ქიშმიში ამოწურეთ და რამოდენიმე კოვზ ფქვილში აურიეთ.
II. ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად > დაუმატეთ არაჟანი, მარილი და ვანილი > კარგად ათქვიფეთ > დაუმატეთ 1 ჭ. ფქვილი გამაფხვიერებლით (სოდით) და ისევ ათქვიფეთ > დაუმატეთ ქიშმიში და მანქანაში გატარებული ან წვრილად დაჭრილი ნიგოზი > დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი მიიღოთ.
III. მოათავსეთ ცომი პოლიეთილენის პარკში და შეინახეთ 30 წთ. მაცივარში.
IV. შოკოლადის ფილა გაყავით 15 ნაწილად > 15 ნაწილად გაყავით ცომიც > გააბრტყელეთ ხელით თითოეული ნაწილი და შუაში მოათავსეთ შოკოლადის ნატეხი და ჩირი > გვერდები ისე შემოუკეცეთ, რომ გულსართი დაიფაროს > მიეცით ბურთის ფორმა, ჩადეთ მაფინის ქაღალში და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე (თუ ქაღალდი არა გაქვთ, ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე დადეთ).
V. სურვილის შემთხვევაში, ზემოდან გადაუსვით, ცოტა წყალში ათქვეფილი, ვანილიანი კვერცხის გული და მოაფიფქეთ შაქრის ფხვნილი.
VI. გამოაცხვეთ 180 °C-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.