საზოგადოება "ამის დაჯერება ნამდვილად მიჭირს"- რას წერს ნიკა გვარამია ნოე სულაბერიძეზე 2022, 31 მარტი, 12:38 ნოე სულაბერიძის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ გამოკითხვას - "აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით – თავისუფლებას თუ მშვიდობას?" - დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა. აღნიშნულს ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა. "ამის დაჯერება ნამდვილად მიჭირს. მაგრამ, თუ ეს ასეა, ამის ავტორს გამარჯობა აღარ უნდა უთხრას არავინ. p.s. თუ ეს ფეიკია (არა და, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ინსტაგრამზე ედო საკუთარ პროფილზე და მერე წაშალა), ამ სტატუსს დიდი ბოდიშის მოხდით წავშლი". ნოე სულაბერიძე კი, საზოგადოებას გაუაზრებელი ქმედების გამო, ბოდიშს უხდის. "ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა, ასე იყო, ასე იქნება. ამ ბოლო დროსაც, რასაც ვქმნი, უმეტესობა სწორედ ამ ღირებულებას ეძღვნება, თუმცა ისიც რეალობაა, რომ იგივე ადამიანები, ამას არასდროს სქრინავენ, ეს რა თქმა უნდა ეს არ მიკვირს). ჩემი "ინსტაგრამის" გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი. ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს) მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ" - წერს ნოე სულაბერიძე "ფეისბუქ" გვერდზე. 291 1-ს მოსწონს
|