საზოგადოება “დადგა ტანკთან და პოზიორობს, მეტი საქმე არ აქვს..." - რამ გაანაწყენა დომენიკ მანგო? 2022, 18 მარტი, 18:54 ![]()
"დედიკოს ბიჭების სტანდარტული ფრაზები: “თქვენ მანდ სურათების და ვიდეოების გადასაღებად წახვედით;
”დედიკოს ბიჭები: “არ ხარ უკრაინაში, სურათი გადაიღე ტანკთან” - გადავიღე;
დედიკოს ბიჭები: “დადგა ტანკთან და პოზიორობს, მეტი საქმე არ აქვს?” - გადავედი საქმეზე;
დედიკოს ბიჭები: “ომს გაექცა და ქალებს და ბავშვებს აფარებს თავს” - შევასრულე ევაკუაციის გეგმის ორგანიზება;
დედიკოს ბიჭები: “ფულს შოულობს”... ახლა კი რეალურად: რომ არა სოციალური ქსელი და საშუალება იმისა, რომ არსებული საჭიროებების შესახებ ხმა მიმეწვდინა ხალხისთვის, მინიმუმ აქამდე ვერ ჩამოაღწევდა ქართველი მეომრები და ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ჩარჩებოდა რისკქვეშ უკრაინაში. დედიკოს ბიჭების “სემიჩკის” კნატუნის ფონზე, სანამ ისინი კომპიუტერის კლავიატურაზე აკაკუნებენ, ერთხელ მაინც რომ დამეჯერებინა მათთვის, ახლა ყველაფერი ეს არ იქნებოდა. ერთს დავამატებ კიდევ. ქართველები აქ მოწოდების სიმაღლეზე დგანან. ომის წესის გამო ვერ ვყვები ამბებს, თორემ აღფრთოვანებით ვარ აღსავსე ამათ შემხედვარე. სურათის გადაღებას ნუ დააყვედრებთ აქ ჩამოსულ ადამიანებს, რადგან ისინი ეპოქალურ საქმეში იღებენ მონაწილეობას და აქცთ უფლება ამ საქმით იამაყონ. ყველამ იცის ომის პროტოკოლი, იმ სურათებში არაფერი ისეთი არ გამოჩნდება, რაც არ უნდა გამოჩნდეს. თუმცა დედიკოს ბიჭებს ეს არ აღელვებს, მათ უბრალოდ არ უნდათ, მათი “სემიჩკის” კნატუნის ფონზე, ვინმე მეტად გამოჩნდეს. ასე რომ აკაკუნეთ კლავიატურაზე დედიკოს ბიჭებო, ყეფეთ, ჩვენი ქარავანი კი ჩაგიქროლებთ" - წერს დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში უკრაინიდან. 239 2-ს მოსწონს |
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤