x
image
ქეთეონე
გიორგი ღოღობერიძე რამდენიმე დღეში უკრაინაში მიდის

image

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე რამდენიმე დღეში უკრაინაში მიდის. მედიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.


მისი თქმით, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩავლენ.


"დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი, მათ შორის ექიმების დახმარება. უკრაინაში ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე. პროდიუსერების, ჩემი მეგობრების დახმარებით ეს ყველაფერი მოხერხდა... ჩვენ თავის დროზე, როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა, არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ხალხს სამედიცინო კუთხით დავეხმაროთ... ძალიან ვღელავ, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ საჭიროა", - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.


1
76
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
76
  
2022, 18 მარტი, 18:56
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1