x
image
ქეთეონე
ნახეთ, ვისზე წერს ნიკა გვარამია: "აი, ვისგანაა სრულიად ბუნებრივი, მოწონდეს..."
image

გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას სოციალურ ქსელში აფასებს: "მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა."


გახარიას სტატუსს ნიკა გვარამია გამოეხმაურა: "აი, ვისგანაა სრულიად ბუნებრივი, მოწონდეს ზურაბიშვილი და მისი გამოსვლა."


შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი 14 მარტს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. მას საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ 5 მარტს უნდოდა მისვლა, თუმცა, უმრავლესობამ სხდომა არ ჩანიშნა.



პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც სცოდავს ქვეყნის წინაშე. ამ თემაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და თქვა, რომ უმრავლესობა თანხმობის ძიების ნაცვლად ყველას, ვინც მას არ ეთანხმება მოღალატედ ან "ომის პარტიად" ნათლავს. ოპოზიციაზე კი მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.


პრეზიდენტმა, გამოსვლის ბოლოს, აპლოდისმენტები მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან დაიმსახურა.

0
593
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0