x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
9 ფაქტი ჰიტლერის ცხოვრებიდან, რომელსაც ისტორიის მსვლელობის შეცვლა შეეძლო

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის, როგორც განსაზღვრული მიმართულებით მსვლელობას აღვიქვავთ, რეალურად, მასში უამრავი ქაოსია — შემთხვევითობა, წარმოუდგენელი დამთხვევები და ზოგიერთების საოცარი იღბალი. სწორედ ეს უკანასკნელი — იღბალი, იყო ადოლფ ჰიტლერის, მთელი ცხოვრების მანძილზე, თანმდევი...


image


თითქმის შეწყვეტილი სიცოცხლე


1894 იანვარში პატარა გერმანელი ბიჭუნა, სხვა ბავშვებთან ერთად, ქუჩაში თამაშობდა. ის შემთხვევით, გაყინულ მდ. ინზე მოხვდა, თხრლი ყინული გაიბზარა და ბიჭი გაყინულ წყალში ჩავარდა, სასოწარკვეთილი ხელ–ფეხს იქნევდა და წყლის ზედაპირზე დარჩენას ცდილობდა.

ამ დროს, მდინარესთან მეორე ბავშვმა, იოჰან კუბერგერმა ჩაიარა. ტირილის გაგონებაზე, ის დასახმარებლად გაიქცა და განსაცდელში ჩავარდნილი ბავშვის გადასარჩენად, უყოყმანოდ ჩაყვინთა წყალში. დაზარალებული 4 წლის ჰიტლერი აღმოჩნდა.

ადოლფი, სიცოცხლის ბოლომდე, ხშირად იხსენებდა, თუ როგორ შეეჩეხა ის, სიკვდილის საფრთხეს ადრეულ ასაკში. ხოლო, ინციდენტის მეორე მონაწილე, იოჰან კუბერგერნი მღვდელი გახდა.


განრისხებულმა ბრბომ, ჰიტლერი კინაღამ ჩაქოლა


ვიდრე ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ის მხოლოდ რიგითი რადიკალი მემარჯვენე აგიტატორი იყო. ერთხელ, მიუნხენში განსაკუთრებით პროვოკაციული გამოსვლის შემდეგ, იძულებული გახდა, გაალმასებულ ბრბოს გაქცეოდა, რომელიც 200–მდე ადამიანი შედიოდა.

ჰიტლერი წაბორძიკდა და დაეცა... ბრბო მას დაეწია. ხალხი, დაწუნებულ აგიტატორს, სცემდა და წიხლებს ურტყავდა. ხოლო, როდესაც ვიღაც მამაკაცი, რომელსაც ხელში ბაიონეტი (ხიშტი) ეჭირა, წინ გამოვიდა და მზად იყო მომავალი ფიურერისთვის შეერჭო, უკანასკნელ მომენტში, მისი ლინჩის წესით გასამართლება, რვა შეიარაღებულმა მამაკაცმა აღკვეთა.


ქიმიური ჭურვით დაჭრა


image1918 წ, I მსოფლიო ომის დროს, კაპრალი ადოლფ ჰიტლერი, რომელიც ბელგიაში იბრძვოდა, ბრიტანული ქიმიური ჭურვით დაიჭრა. ომის დროს, ამ იარაღით 10 ათასამდე მეომარი დაიღუპა, მაგრამ ჰიტლერი გადარჩა. დაჭრის შემდეგ, მან მხედველობა დროებით დაკარგა და ახლომდებარე, გერმანულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, მხედველობა კი მალე დაუბრუნდა და კაპრალმა ფრონტზე დაბრუნება შეძლო. ამ ინციდენტმა ჰიტლერი ისე შეაშინა, რომ II მსოფლიო ომის დროს, მან თავის არმიას, ბრძოლებში მდოგვის გაზის ქიმიური ჭურვების გამოყენება აუკრძალა.


ზედმეტად გულმოწყალე ბრიტანელი ჯარისკაცი


ომი თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ბრიტანელმა ჯარისკაცებმა კონტროლი აიღეს და ხიდი შეაკეთეს, რომელიც გერმანელებმა ნაწილობრივ დაანგრიეს, რომ მტრის სამხედრო ტექნიკისთვის გადაადგილების საშუალება არ მიეცათ. მორიგი ბრძოლის შემდეგ, ბრიტანული არმიის ახალგაზრდა ჯარისკაცი ჰენრი ტენდი დასასვენებლად და ჭრილობების გადასახვევად, დაჯდა. უეცრად, მან გერმანელი ჯარისკაცი შენიშნა, რომელიც თავისი სამალავიდან გარბოდა. ტენდმა მას თოფი დაუმიზნა, უკვე სროლას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან შენიშნა, რომ ის დაჭრილი იყო. აღმოჩნდა, რომ ჰენრიმ 29 წლის ახალგაზრდა ჰიტლერი შეიწყალა.


ავტოავარია


1930 წლის 13 მარტს სატვირთო მანქანა ადოლფ ჰიტლერის «მერსედესს» დაეჯახა. ჰიტლერის საბედნიეროდ, სატვირთოს მძღოლმა მუხრუჭზე ფეხის დაჭერა მოასწრო, ამიტომ შეტაკება არც ისე მაშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.


წარუმატებელი თვითმკვლელობა


ერნსტ ჰანფსტაენგლი, მეუღლე ჰელენთან ერთად, ჰიტლერს პირველად 1921 წელს შეხვდნენ, მას შემდეგ, რაც ისინი საცხოვრებლად ნიუ–იორკიდან მიუნხენში გადავიდნენ. ერთხელ, მიუნხენის ერთ–ერთ ბარში, ახალგაზრდა აგიტატორის შთამაგონებელმა გამოსვლამ, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ, ახალგაზრდები ახლო მეგობრები გახდნენ. გარკვეული დროის მანძილზე, ჰიტლერი მათთან ცხოვრობდა კიდეც. მოგვიანებით, ერნსტმა და მისმა მეუღლემ მონაწილეობა ლუდის პუტჩში მიიღეს, რა დროსაც ნაცისტებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადეს. თუმცა, ვერ შეძლეს...


image «ლუდის პუტჩი» მიუნხენში, 1923 წ. 8 ნოემბერი


ტრიომ გაქცევა მოახერხა და ჰანფსტაენგლის აგარაკზე დაიმალნენ. ჰიტლერი განრისხებული იყო: «ყველაფერი დაკარგულია! — ყვიროდა ის. — ბრძოლის გაგრძელებას აზრი არა აქვს!» და მაგიდიდან პისტოლეტი აიღო. მაგრამ, ვიდრე სასხლეტს გამოკრავდა ხელს, მას ჰელენმა იარაღი წაართვა. რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციამ სახლი ალყაში მოაქცია და ჰიტლერი დაიჭირეს.


სასიკვდილო განაჩენი


სასამართლო პროცესამდე, ცოტა ხნით ადრე, ვაიმარის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელმაც სასამართლო სისტემა ძირეულად შეცვალა. შედეგად, ჰიტლერის ბედი ნაფიც მსაჯულებს კი არა, პირადად მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა. მომავალ ფიურერს აქაც გაუმართლა... მის საქმეზე მიმაგრებულ მოსამართლეს გეორგ ნეიტგარდტს გარკვეული სიმპათიები ჰქონდა მისი პოლიტიკური შეხედულებების მიმართ.

ტექნიკურად, ჰიტლერი ქვეუნის ღალატში იყო დადანაშაულებული. თუმცა, სიკვდილით დასჯა მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს.


დედის მოულოდნელი გარდაცვალება


imageროდესაც ჰიტლერი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მოხდა მოვლენა, რომელმაც მომავალ ფიურერზე დიდი გავლენა მოახდინა — ეს დედის სიკვდილი იყო. იგი 47 წლის ასაკში, მკერდის კიბოს გამო გარდაიცვალა. ჰიტლერს სიგიჟემდე უყვარდა დედა და საკუთარ წიგნში «Mein Kampf», მისი დაღუპვას «საშინელი დარტყმა» უწოდა.

ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ჰიტლერმა უარი თქვა იმის დაჯერებაზე, რომ დედამისი მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. ის თითქოს თვლიდა, რომ ის ებრაელმა ექიმებმა მოწამლეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ეპიზოდმა გამოიწვია, საბოლოოდ, ჰოლოკოსტი.


წარუმატებელი მკვლელობის მცდელობა


1939 წელს ჰიტლერზე თავდასხმა უბრალო გერმანელმა დურგალმა იოჰან გეორგ ელზერმა განახორციელა. ეს უკანასკნელი, საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს არ მალავდა და კომუნისტებს ღიად უჭერდა მხარს, რომლებიც მაშინ, ჰიტლერისთვის, მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენდნენ.

როდესაც ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ, ელზერმა მუშაობა იარაღის ქარხანაში დაიწყო და პარალელურად, დიქტატორის მკვლელობის გეგმას ამუშავებდა. ის, თვითნაკეთი ბომბის დასამზადებლად, ქარხნიდან მასალებს იპარავდა. როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილება მზად იყო, მან ტრიბუნის სვეტში, რომელზეც ჰიტლერი სიტყვით უნდა გამოსულიყო, ხვრელი გააკეთა, შიგნით ბომბი მოათავსა და ტაიმერი ჩართა.

სამწუხაროდ, ფიურერის ტრადიციული გამოსვლა, იმ წელს, ისეთი გრძელი არ იყო, როგორც ყოველთვის. უამინდობამ ჰიტლერი აიძულა, ტრიბუმა აფეთქებამდე, სულ რაღაც, 5 წუთით ადრე დაეტოვებინა. აფეთქებამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 60 კი მძიმედ დაშავდა. მაგრამ, ჰიტლერი მათ შორის არ იყო.

წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, ელზერმა შვეიცარიაში სცადა გაქცევა. მაგრამ, საზღვარზე დააკავეს, ჯერ ციხეში ჩასვეს, მერე კი, სიკვდილით დასაჯეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომელიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში

* 1 ბომბდამშენი ყოველ 63 წუთში და სხვა საინტერესო ფაქტები ომის შესახებ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

* პროპაგანდის მიზნით გაყალბებული ფოტოსურათები – II მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ფეიკები

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

1
625
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
625
  
2022, 18 მარტი, 18:52
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE.GE
შემოგვიერთდით მეგობრებო. ❤ ❤ ❤
FRE.GE - ეს შენი საიტია.
0 1 1