x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში?
ინაუგურაციის დღეს, რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ფიცს კი არ დებს, არამედ, საკუთარ განკარგულებაში, ატომურ ჩემოდანსაც იღებს. ამის შემდეგ, ჩემოდანი მუდმივად სახელმწიფოს მეთაურის გვერდით არის.


ფართოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, უნდა ითქვას, რომ შავი ჩემოდანის შიგნით, მხოლოდ წითელი ღილაკი არ არის, რომელზეც დაჭერის შემთხვევაში, პრეზიდენტს ბირთვული რაკეტების გაშვება შეუძლია. ბირთვული ჩემოდანის მოწყობილობა ბევრად უფრო რთულია და მას გამოყენების საკმაოდ დიდი ინსტრუქცია აქვს.


image


სინამდვილეში, ეს ჩემოდანი სააბონენტო ტერმინალი უფროა, რომელიც «მყინვარწვერის» ატომური ძალების ავტომატური მართვის სისტემას წარმოადგენს. ასეთი სისტემის საჭიროება გასული საუკუნის 70–იან წლებში გაჩნდა, სსრ კავშირსა და აშშ-ს შორის, ცივი ომის დაწყების შემდეგ. მაშინ, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას ამერიკიდან ბირთვული დარტყმის სერიოზულად ეშინოდა. იმ წლებში, ხელისუფლებას ბირთვული რაკეტების გაშვების ბრძანების გაცემა მხოლოდ პირადად შეეძლო. ამისთვის კი, ცკ–ს პირველი მდივანი РВСН–ში (სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები) თავად უნდა მისულიყო. მაგრამ, ერთი პრობლემა იყო: ევროპაში მდებარე, სსრ კავშირზე დამიზნებული, ბალისტიკური რაკეტის ფრენის ხანგრძლივობა მხოლოდ შვიდი წუთი იყო. ხოლო, გზის გავლას, კრემლიდან სამეთაურო პუნქტამდე, გაცილებით მეტი დრო სჭირდა... ამიტომ, გადაწყვეტილება მიიღეს, სტრატეგიულ სარაკეტო ძალებთან მობილური კავშირის შექმნის შესახებ. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს რუსეთში 3 ასეთი ჩემოდანია: ერთი რუსეთის პრეზიდენტს აქვს, მეორე — თავდაცვის მინისტრს, ხოლო მესამე — გენერალური შტაბის უფროსს. ყველა ჩემოდანი ერთნაირია და დამზადებულია კომპანია Samsonite–ის მიერ.



ჩემოდანის მუშაობის პრინციპი ისეთია, რომ ერთი ინსტანციიდან სიგნალის მიღების შემთხვევაში, საჭიროა კიდევ, მინიმუმ, ჩემოდნის ერთი მფლობელის დასტური. რუსული ბირთვული რაკეტების გაშვება, მხოლოდ ამ შემთხვევაში განხორციელდება.


ახლა კი, იმის შესახებ, თუ რა არის ბირთვულ ჩემოდანში. მარტივად რომ ვთქვათ, მასში მართლაც არის წითელი ღილაკი, მაგრამ მას რაკეტის გასაშვებად კი არა, კოდების გადასაცემად იყენებენ. ამასთან, პრეზიდენტის ბირთვული ჩემოდნიდან კოდის გადაცემის დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან ის დაშიფრული რადიო არხით გადაიცემა. მაგრამ, თუ რამე სასწაული მოხდა და ჩემოდანმა არ იმუშავა, ამ შემთხვევისთვის, არსებობს სისტემა «პერიმეტრი», რომელიც მტრის მიერ გაშვებულ ბირთვულ რაკეტაზე, საპასუხო რაკეტას უშვებს. მისი აქტივირება, ადამიანის მონაწილეობის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში ხდება.


image


რაც შეეხება ცივი ომის მონაწილე მეორე მხარეს, აშშ–ში ბირთვული ჩემოდანი, საბჭოთა ჩემოდანზე, ადრე გაჩნდა. ჩანთაში, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ბურთს უფრო ჰგავს, ჩვეულებრივი პლასტიკური ბარათი ინახება. ის «სანქცირებული ფირფიტაა», რომელზეც ამერიკის ბირთვული ძალების აქტივირების საპრეზიდენტო კოდი წერია. ოფიცერს, რომელსაც ბირთვული ჩემოდანის, ან როგორც მას ამერიკელები ეძახიან, «ბირთვული ფეხბურთის», ტარება ევალება, დიდი სიფრთხილით არჩევენ და ჩანთას ხელზე აბავენ, რომ მისი დაკარგვის საფრთხე გამოირიცხოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც კი, კურიოზებისგან არავინ არის დაზღვეული. მაგ., რეიგანის, ფორდის და ბუში–უფროსის პრეზიდენტობის დროს, ჩემოდანი ან საერთოდ დაიკარგა, ან ცოტა ხნით დაცვის გარეშე დარჩა. მაგრამ, ყველაზე მეტად, თავი ბილ კლინტონმა გამოიჩინა. ერთხელ პრეზიდენტს, ერთი შეხვედრიდან მეორეზე, ისე ეჩქარებოდა, რომ ბირთვული ჩემოდნიანი ოფიცრის მისგან ჩამორჩენა ვერ შეამჩნია... და მას თეთრ სახლში დაბრუნება დამოუკიდებლად მოუწია, თან ფეხით, როგორც ამას პროტოკოლო ითვალისწინებდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რას განიცდის ადამიანი სიკვდილის წინ

* 12 ნაკლებად ცნობილი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* "Russia, goodbye" - რუსეთს შოუ–ბიზნესის ვარსკვლავები ტოვებენ

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

* 10 ისტორიული ფაქტი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

0
1235
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0