x
მეტი
  • 25.09.2022
  • სტატია:122485
  • ვიდეო:355036
  • სურათი:494777
პუტინის თავზარდამცემი შეიარაღება: "უმართავი" ჰიპერბგერითი რაკეტები, წყალქვეშა უპილოტოები და ატომური არტილერია
image

ვლადიმერ პუტინი გუშინ ახალი ბირთვული მუქარით გამოვიდა უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ, პირობა დადო, რომ გამოიყენებს „ყველა შესაძლო საშუალებას“ „ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.



ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დესპოტი ლიდერი იმუქრება.


თებერვალში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წამოწყებისას მან დაიმუქრა, რომ ვინც ამ ომში "ჩაერევა "ისეთ შედეგებს მიიღებს „რომლებიც აქამდე არასოდეს უნახავთ ისტორიაშიო“.




მაგრამ ამჯერად, მუქარა მოდის იმ დროს, როდესაც ის ცდილობს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიას;ყოველ შემთხვევაში, კრემლის თვალსაზრისით, სურს ისინი რუსულ მიწად აქციოს. ეს საშუალებას მისცემს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საბჭოთა ეპოქის დოქტრინის შესაბამისად.


მაშ ასე, იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს ბირთვულ პროგრამის განხორციელებას, რა ვარიანტები აქვს? და როგორ შეიძლება მათი გამოყენება მტრებზე დარტყმისთვის? ბრიტანული გამოცემა MailOnline რუსეთის ბირთვული შეიარაღების მონაცემებს აქვეყნებს.


ბირთვული ქობინები


რუსეთი აცხადებს, რომ 5977 ქობინის მარაგი, თუ ეს სიმართლეა, გამოდსის ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი აქვს მსოფლიოში. მათგან დაახლოებით 1588 მზადყოფნაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მოთავსებულია ბალისტიკური რაკეტებზე ან ინახება მძიმე ბომბდამშენის ბაზებში, რა დროსაც გამზადებულია თვითმფრინავებზე ჩასატვირთად.

კიდევ 977 სტრატეგიული ქობინი - ყველაზე ძლიერი, შექმნილია მთელი ქალაქების მიწასთან გასასწორებლად - და 1912 არასტრატეგიული ქობინი ინახება რეზერვში. ესენი ელოდება დემონტაჟს, მაგრამ ომის შემთხვევაში თეორიულად შეიძლება უკან დაბრუნება.

შედარებისთვის, აშშ აცხადებს, რომ დლობს 5428 ქობინს. დაახლოებით 250 აქვს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს.

image

საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები


ცნობილია როგორც ICBM, ეს არის რუსეთის ყველაზე მძლავრი და შორისი რაკეტები, რომლის ბირთვი ცნობილია როგორც "სტრატეგიული შემაკავებელი ძალა". შეუძლია ატაროს ათობით უძლიერესი ქობინი პლანეტის თითქმის ნებისმიერ წერტილამდე.


სარმატი

ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი და მოწინავე ბირთვული რაკეტა, რომელმაც მოძველებული საბჭოთა R-36-ის ჩაანაცვლა. პუტინი თვალს ადევნებდა რაკეტის საბოლოო საცდელ გაშვებას უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, თუმცა არა ცნობილი, რომელიმე რაკეტა უკვე განლაგებულია თ არა სტარტზე. კრემლის მტიცებით, მისი დისტანცია 18 000 კმ-ია, ასე, რომ რაკეტებს შეუძლებათ დაარტყან დედამიწის ნებისმიერ ქვეყანას შორეულ ციმბირში მდებარე რუსული ბაზებიდან.



ითვლება, რომ "სარმატს" შეუძლია 10 ქობინის ერთდროულად ტარებს, რომელთაგან თითოეულს შეუძლია დამოუკიდებლად სხვადასხვა სამიზნეებზე დარტყმა 750 კილოტონა სიმძლავრით. შედარებისთვის, ბომბა, რომელმაც გაანადგურა ჰიროსიმა, მხოლოდ 15 კილოტონა იყო.


„სარმატს“ თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდების უნარიც გააჩნია.

image


იარსი

ყველაზე მოწინავე ICBM, რომელიც რუსეთს აქვს ამჟამინდელ არსენალში, RS-24 იარსი, შეუძლია ატაროს ოთხამდე ბირთვული ქობინი, რომელთა მანძილი 12000 კილომეტრია . "სარმატისგან" განსხვავებით, ის იყენებს მაზუთს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ტრანსპორტირება უფრო ადვილია და მისი გაშვებაც უფრო სწრაფი ხდება, რომელიც შესაძლებელია მიწაში გათხრილი შახტებიდან, ის ასევე შეიძლება დამონტაჟდეს სატრანსპორტო სატვირთო მანქანაზე.

ატმოსფეროს დატოვების შემდეგ, იარსიდან გასროლილი ქობინი დედამიწაზე ბრუნდება ბგერაზე 20-ჯერ მეტი სიჩქარით და ფეთქდება 500 კილოტონა ძალით- რაც 500 000 ტონა ტროტილის ეკვივალენტია.

image


რუსეთი შეიარაღებაში აგრეთვე:მცირე და საშუალო სიშორის რაკეტები.სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი"(მანძილი 500 კმ.)ფრთოსანი რაკეტა " კალიბრი"(მანძილი 30-დან 300 კმ-მდე) და უახლესი ბალისტიკური რაკეტა "კინჟალი", რომლის გაშვებაც სხვა რაკეტებისგან განსხვავებით, თვითმფრინავიდან ხდება.

image

წყალქვეშა ნავები ბალისტიკური რაკეტებით


ბალისტიკური წყალქვეშა ნავები ორი სახეობისაა: პირველებს შეუძლიათ ბალისტიკურ რაკეტებზე დამონტაჟებული ბირთვული იარაღის ტარება. ხოლო მეორე კატეგორიისთვის ენერგიის წყარო ბირთვული რეაქტორებია. ზოგიერთი წყალქვეშა ნავი ორივე ფუნქციით არის.

ხმელეთზე ბირთვული იარაღი შეიძლება შეამჩნიონ თანამგზავრებმა ან მტრის რადარებმა და გაანადგურონ მათ გამოყენებამდე, ბალისტიკური წყალქვეშა ნავების თვალყურის დევნება და მათი მდებარეობის დადგენაც გაცილებით რთულია.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბირთვული ომის შემთხვევაში, წყალქვეშა ნავი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს ნებისმიერ ადგილზე და გაუშვას რაკეტები.


პოსეიდონი


ტექნიკურად ეს არ არის წყალქვეშა ნავი, ის რეალურად წყალქვეშა უპილოტო აპარატია და ერთადერთი ასეთი იარაღია მსოფლიოში, რომელსაც მხოლოდ რუსეთი ფლობს. ეს გემები ბირთვულ ენერგიაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თითქმის უჩუმრად ჩადიან წყალში და შეუძლიათ წყალქვეშ დარჩნენ პოტენციურად შეუზღუდავი დროის განმავლობაში, რადგან მას არ ჰყავს ეკიპაჟი.


და სხვა ბალისტიკური წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით, "პოსეიდონი" არ უშვებს ბირთვულ იარაღს - ის თავად არის ბირთვული იარაღი, თერმობირთვული ქობინით. ეს ნიშნავს, რომ "პოსეიდონს" შეუძლია წლების განმავლობაში იხეტიალოს წყალქვეშ, სანამ მივა თავის სამიზნემდე, სადაც აფეთქვბის შემდეგ 2 მეგატონს გამოიმუშავებს - 130-ჯერ მეტს, ვიდრე ჰიროსიმაში იყო.

image

ბორეი-კლასი


ეს არის რუსეთის უახლესი ბალისტიკური წყალქვეშა ნავები, რომლებიც აღჭურვილია ატომური ელექტროძრავებით და შეიარაღებულნი არიან 16 ცალი "ბულავას" რაკეტებით, რომლებსაც შეუძლიათ 10-მდე ქობინი ატარონ თითოეული 150 კილოტონიანი სიმძლავრით. მოსკოვი აპირებს შეცვალოს მთელი თავისი ბალისტიკური წყალქვეშა ფლოტი ამ გემებით, რომლებიც შექმნილია აშშ-ს "ოჰაიოს" საპირწონედ.

image

ბირთვული ბომბდამშენები


ბირთვული არსენალის ტრადიციული ხერხემალი იყო შორეული დისტანციური ბომბდამშენები, რომელიც პირველად გამოიყენა ამერიკამ იაპონიაზე ბირთვული თავდასხმის დროს.

თავდაპირველად აშშ და საბჭოთა კავშირი ბირთვული ომის დაწყებას სწორედ შორეული ბირთული ბომბდამშენებით გაგმავდნენ.

თუმცა რაკეტებისა და წყალქვეშა ნავების დანერგვის შემდეგ, ბირთვული ბომბდამშენები აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორიც ადრე იყო, თუმცა რამდენიმე ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს ბირთვული ბომბდამშენები – და რუსეთი არ არის გამონაკლისი.


ტუ-160

ყველაზე დიდი და მძიმე საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც ამჟამად შეგხვდებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საბჭოთა ეპოქის Tu-160 არის ზებგერითი შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენი, რომელსაც შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული ბომბების ტარება. ამჟამად თექვსმეტი ცალი ემსახურება რუსეთის საჰაერო ძალებს, მაგრამ დაგეგმილია კიდევ ათობით თვითმფრინავის დამატება. თითოეულ ბომბდამშენს შეუძლია ატაროს ექვსი Х-55 ბირთვული ფრთოსანი რაკეტა ან თორმეტი Х-15 ბალისტიკური რაკეტა. პირველს აქვს 450 კილოტონამდე სიმძლავრე, მეორეს კი 300 კილოტონამდე .

ბომბდამშენს შეუძლია 12 000 კმ-ს დაფარვა, შეუძლია ეს მანძილი გაზარდოს ჰაერში საწვავის შევსებით, თუმცა ეს შესაძლებლობა იშვიათად რომ დასჭირდეს.

image

რუსეთს გააჩნია, კიდევ ტუ-95.მეტსახელად "დათვი", ჯერ კიდევ 1956 წელს გამოშვებული, რომელიც დღესაც აქტუალურია.


არტილერია


კიდევ ერთი არატრადიციული მუქარა, რომელიც პუტინისგან მოდის, ეს არის ბირთვული არტილერია.


ეს არის ერთ-ერთი არატრადიციული ბირთვული იარაღი, რომელიც შეიქმნა ცივი ომის დროს და მის შემდეგ, ქვემეხი მუშაობს, მაგრამ მცირე ზომის ბირთვული ქობინების ჭურვებს ისვრის.


2S7 Pion


უზარმაზარი ჰაუბიცაა, Pion არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი ჩვეულებრივი საარტილერიო სისტემა, რაც კი ოდესმე დამზადებულა. შეუძლია 37 კმ-ს მანძილზე ჭურვების გასროლა - ბევრად უფრო შორს, ვიდრე ამერიკულ M777-ის ქვემეხს - 20კმ.

Pion-ს აქვს განგაშის სიგნალი, რომელიც ჟღერს აფეთქებამდე, რადგან მას შეუძლია შეარყიოს საკუთარი ეკიპაჟი, ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ.

image

3
528
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
528
  
23 სექტემბერი, 23:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
23 სექტემბერი, 9:38
პოსეიდონის დახასიათება ცოტა მწირია და დავამატებ. პოსეიდონი ჩადის 2 კმ სიღრმეზე და ფაქტიურად შეუძლებელია მისი აღმოჩენა. ამერიკელებს რუსული წყალქვესანავების აღმოსაჩენი"დატჩიკები" უყენიათ 600 და 800 მეტრის სიღრმეზე . მეტზე წყალქვესანავები ვერ ჩადიან. აღმოჩენის შემთხვევაშიც მისი განადგურება შეუძლებელია ისეთი სიჩქარით მოძრაობს. შეუძლია წაიღოს 50 მეგატონაიანი თერმობირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა. ცნობისათვის სსრკს გამოცდილი აქვს 51 მეგატონიანი "ცარ ბომბა" ატმოსფეროში. იდიოტ ხრუშჩოვს 100 მეგატონიანი უნდოდა, ფიზიკოსება გადააფიქრებინეს, შეიძლება ატმოსფეროს ცეცხლი მოეკიდოსო.
22 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3