x
მეტი
  • 28.11.2022
  • სტატია:123935
  • ვიდეო:355469
  • სურათი:496476
ეკატერინე II-ის საიდუმლო ოთახი - აღმოჩენა, რომელმაც შოკში მთელი მსოფლიო ჩააგდო! (18+!!!)

image


დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც გერმანელი ჯარისკაცები ცარსკოე - სელოში აღმოჩნდნენ, მათ ერთი უჩვეულო ოთახი იპოვეს - ეროტიკული, სადაც თითქმის ყველა ავეჯი და კიბე ძალიან თამამი, ფალიური სიმბოლოებით იყო გაფორმებული, მეტიც სავარძლები, სკამები და შირმები სექსუალური პოზების გარდა, ხისგან დამზადებული ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების გამოსახულებებით იყო სავსე, ოთახში არსებული ყველა ნივთი ეროტომანიით შეპყრობილ მეპატრონეზე მიუთითებდა. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, ოთახის მთელი ავეჯი კატალოგიზირებული იქნა, თუმცა 1950 წლისთვის უკვე ყველაფერი განადგურებული იყო.

image


რაც აღნიშნული კოლექციიდან შემორჩა - მხოლოდ რამდენიმე ფოტოა, რომლის ხილვაც თანამედროვე თაობას დღესაც კი შოკში აგდებს. ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ იხილავთ, ბელგიაში მცხოვრები პიტერ ვოდიჩის არქივში იქნა დაცული. მამაკაცი - საინტერესო გამოძიების ავტორია, რომლის ერთ - ერთი პროექტი ეკატერინე II დიდის ცხოვრების პიკანტური დეტალების მოძიებას ეხება. პიტერ ვოდიჩმა რუსეთის იმპერატორისა და მისი უცნაური ოთახის შესახებ მამისგან გაიგო (სწორედ მამამისი გახლდათ ერთ - ერთი ის ჯარისკაცი, რომელმაც მას ცარსკოე - სელოში გადაღებული ეს ფოტოები გადასცა) რის შემდეგაც საიდუმლო ოთახის ძიებას ის უკვე საკუთარი ძალებით შეუდგა.

image



რუსეთში ჩასულმა ვოდიჩმა ვერაფერი გაარკვია



image


მუზეუმის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ არავითარი საიდუმლო ოთახი არ არსებობდა!

image



ერმიტაჟის თანამშრომლები არც იმ ფაქტს აღიარებდნენ, რომ 1930-იან წლებში ეროტიკული ხელოვნების მთელი კოლექცია იყო კატალოგიზირებული, რომელიც რომანოვების ოჯახს ეკუთვნოდა



image



თანამედროვე მუზეუმები მსგავსს მტკიცებულებებს როგორც წესი, ანადგურებენ



image


ბოლოს, პიტერს ფონდიდან მხოლოდ რამდენიმე ექსპონატი აჩვენეს: საყნოსავები, მედალიონები და ფიგურები ეროტიკული გამოსახულებებით


image


მსოფლიოს, ეკატერინე II-ის პირადი ცხოვრება მის კარიერულ მიღწევებთან შედარებით არანაკლებ აინტერესებდა, და ეს სრულიად გასაგებია. იმპერატორის ცხოვრება სავსეა ორიგინალური ისტორიებით, რომლებიც ჯერ ჭორებად, შემდეგ კი წლებთან ერთად ლეგენდებად იქცა, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ხოლო ზოგიერთ ფაქტს აწი უკვე ვერც ვერასდროს გავიგებთ.


P.S. მაგრამ ვინ იცის, შეიძლება ეს უკეთესიც კი იყოს!







0
4343
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
4343