x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
8 აღმაშფოთებელი ფაქტი დიდი ადამიანების სე@სუალური უცნაურობების შესახებ

image


თუ ფიქრობთ რომ სექს-სკანდალებში გახვეული მხოლოდ პოპ- ვარსკვლავები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები შეიძლება იყვნენ, ძალიან ცდებით. გარწმუნებთ: ადამიანები, რომლებმაც ისტორიაში საკუთარი წარუშლელი კვალი დატოვეს, არც ისეთი ფრთიანი ანგელოზები იყვნენ.




1. მოცარტი


კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი ექსკრემენტებზე გიჟდებოდა. ვოლფგანგ ამადეუსს 600-მდე მუსიკალურ ნაწარმოებთან ერთად, საკუთარი ბიძაშვილის სახელზე დაწერილი არაერთი წერილიც ეკუთვნის, სადაც ის საკმაოდ გულახდილად აღიარებდა რომ ოცნებობდა გოგონას მისთვის "სახეზე მოესაქმა".

image


გარდა იმისა, რომ ამ ახალგაზრდა გენიოსმა მსოფლიოს "ღამის პატარა სერენადა", "მე-40 სიმფონია" და, რაღა თქმა უნდა, "რეკვიემი" აჩუქა, მან ასევე შექმნა ნაწარმოები, რომელიც "Leck mir den Arsch fein recht schön sauber"-ის სახელით არის ცნობილი (და გერმანულიდან ასე ითარგმნება - "უკანალი გამომლოკე კარად და სუფთად").




2. განდი



ადვილია იყო ღარიბი, თუმცა რამდენად მარტივია ამავდროულად უბიწობაც შეინარჩუნო? განდის ცხოვრებაში ტრაგედია შეემთხვა: იმ მომენტში, როდესაც მას ცოლთან სექსი ჰქონდა, მამამისი გვერდით ოთახში სიკვდილს ებრძოდა.


image


განდის აზრით, მამამისის სული ამქვეყნიდან სწორედ მისი, ორგაზმის მომენტში გაფრინდა. ამის შემდეგ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის მთავარმა იდეოლოგმა ასკეტიზმის პრინციპების მკაცრად დაცვა ანუ ფაქტიურად - სიღარიბეში ცხოვრება გადაწყვიტა, უარი თქვა საერთოდ სექსზე და საკუთარი კარმის ცუდი ფიქრებით დაბინძურებაზე. განდი საკუთარი აღთქმის შესრულებას ყველაზე უჩვეულო გზით ცდილობდა: ის ისეთი სავარჯიშოების ნაკრებს იყენებდა, რომ შიშველი მოცეკვავე ქალების შემხედვარეს სექსუალური აღგზნება არ განეცადა. ფაქტობრივად, მან მსოფლიოში თავისი ვარჯიშებისთვის ერთ-ერთი უდიდესი სტრიპტიზ - კლუბი მოაწყო.




3. ჯეიმს ჯოისი


XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ირლანდიელ მწერალსა და პოეტს არატრადიციული სექსი ძალიან უყვარდა, არა იმ გაგებით რომ მას თავისივე სქესის წარმომადენელთან სექსუალური კავშირის დამყარება მოსწონდა, არა, უბრალოდ მას "ამ" დროს დიდ სიამოვნებას სწორედ აირების გამოყოფა ანიჭებდა.


image


მივლინებაში მყოფ ჯოისს თავისი მეუღლე, ნორასთვის გრძელი და გულწრფელი წერილების წერა განსაკუთრებით ხიბლავდა, რომ არა ეს წერილები, ალბათ, კაცობრიობა ვერასოდეს გაიგებდა რომ ლიტერატურის კლასიკოსს "მსუქან ბარძაყებს შორის ნორას ძლიერად ....... და მის სახეში აირების მძლავრად გაშვება" ყველაზე მეტად ანიჭებდა სიამოვნებას. შემდეგ ჯერზე, როცა ჯოისის ნაწარმოებების მიხედვით ესსეს დაწერა მოგიწევთ, ხმამაღლა ნუ გადაიკისკისებთ.



4. ჟან-ჟაკ რუსო


image


მე-18 საუკუნის უდიდესი ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ავტობიოგრაფიიდან ვგებულობთ - იმისთვის რომ მისი დიდებულება სექსუალურად აღგზნებულიყო ის ჯერ ვინმეს კარად უნდა გაეწკეპლა. "ვისაც უყვარს ის კარგად სჯის", - წერდა ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმაც და პოლიტიკურმა იდეებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში, ასევე ის იმასაც აღიარებდა, რომ ამ უცნაურ თავისებურებას საფუძველი სწორედ მისმა აღმზრდელმა ჩაუყარა, რომელიც მას ბავშვობაში ნებისმიერი უმნიშვნელო შეცდომისთვისაც კი სცემდა.




5. ბენჯამინ ფრანკლინი



100-დოლარიან კუპიურაზე სამუდამოდ აღბეჭდილი პოლიტიკოსი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე ხანდაზმულ ქალბატონებთან ერთად ერთობოდა. არა, მართლა მოხუცებთან. საყვარებლად ის ყოველთვის თავისზე 20-30, ან თუნდაც 40 წლით უფროსს ქალებს ირჩევდა.


image


რატომ არჩევდა ფრანკლინი საყვარლებად მოხუც ქალებს, მაშინ როდესაც თავად ქორწინების ინსტიტუტის გულმოდგინე დამცველი იყო? რადგან, როგორც ის მეგობარს წერილში წერდა: "მათ მეტი გამოცდილება აქვთ, უფრო გონიერები და თავშეკავებულები არიან, უკეთესად ინახავენ საიდუმლოს, და თან არც მრუშობის ეჭვს აღძრავენ. რაც შეეხება იმას, რაც ქამრის ქვემოთაა – მაგით შენ ახალგაზრდას ხანდაზმულისგან ვერასოდეს გაარჩევ".




6. ალბერტ აინშტაინი



და უნდა ითქვას რომ ამ სიაში ალბათ, ყველაზე უვნებელი სწორედ "ფარდობითობის თეორიის" ავტორი გახლავთ, მე-20 საუკუნის უდიდესს გონებას, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მეცნიერება და მხოლოდ მეცნიერება უყვარდა, მის შემდეგ კი მოდიოდა - ყველაფერი ის, რაც მოძრაობდა და რასაც ქვედაბოლო ემოსა. ის ორჯერ გახლდათ დაქორწინებული (ერთხელ თავის ბიძაშვილზე) და ორივე ცოლს ის ღიად ღალატობდა, თუმცა მის დასაცავად ისიც უნდა ითქვას, რომ აინშტაინმა პირველ მეუღლეს წესების სიაც კი წარუდგინა, რომელშიც იყო პუნქტი იმის შესახებ რომ მისგან მას არც "ინტიმური ურთიერთობის და არც ერთგულების" იმედი არ უნდა ჰქონოდა.


image


სანამ მეცნიერი თავის ბიძაშვილ ელზაზე დაქორწინდებოდა, მან ცოლად კინაღამ მისი 22 წლის ქალიშვილი შეირთო, რომელსაც მოჰყვა ურთიერთობა მდივანთან, შემდეგ შინამოსამსახურესთან, შემდეგ კი... ნუ ალბათ, თავადაც მიხვდით, რომ მეცნიერი თავისი "ფარდობითობის თეორიის" დამტკიცებას ყველაზე ბანალური საშუალებით ცდილობდა.




7. კალიგულა


image


ცნობილია, რომ სწორედ კალიგულასთან ერთად დაიწყო რომის იმპერიის საბოლოოდ დაცემა. გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსის სახელით დაბადებულმა კალიგულამ თავისი ხანმოკლე, მაგრამ ძალიან მხიარული მმართველობის პერიოდში საიმპერატორო სასახლის ბორდელად ქცევაც კი მოასწრო. ყველა მსურველს იქ სენატორების ცოლები და მათი ქალიშვილები ემსახურებოდნენ, ფული კი ხაზინაში მიდიოდა. ამ ყოველივეს ფონზე საკუთარ დასთან ინტიმური ურთიერთობის დამყარებაც კი რაღაცნაირად ფერმკრთალდება და უინტერესო ხდება.




8. მარკიზ დე სადი



და ბოლოს, ამ სიის გვირგვინი. ფრანგი არისტოკრატი, მწერალი და ფილოსოფოსი - დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი აბსოლუტური თავისუფლების მქადაგებელი გახლდათ, რომელიც არა თუ ზნეობით, რელიგიით ან კანონებით, არამედ მხოლოდ ინდივიდის მისწრაფებების დაკმაყოფილებით შემოიფარგლებოდა.


image


იმ დროს, როდესაც ელემენტარული მუხლის ჩვენებაც კი უზნეობის გამოვლინებად ითვლებოდა, მარკიზ დე სადი ისეთ თემებზე წერდა, რაც თმას ყალყზე თანამედროვე ადამიანსაც კი დაუყენებდა, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ის საბოლოოდ ციხეშიც. როგორც კი მან დილეგი დატოვა, მარკიზმა თავის ციხესიმაგრეში გარყვნილობის სამოთხე მოიწყო, სადაც თავისი სიამოვნებისთვის ორივე სქესის სექსუალური მონები დაასახლა. ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გატარებული 32 წლის შემდეგ, მარკიზ დე სადმა მსოფლიოს "სადიზმის" ტერმინი უსახსოვრა, რაც სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და "სექსუალურ აღგზნებას" გულისხმობდა. დე სადი თვლიდა რომ საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭება ვინმეს გაშოლტვით მიიღწეოდა.




0
1367
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1367