x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134296
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508397
უკრაინელი ოფიცერი ურეკავს რუსეთის ტანკმშენებელი ქარხნის კონსტრუქტორს და სახალისოდ "აბითურებს"
image
ჯერ სირიაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა და ახლა უკვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა საომარმა მოქმედებებმა დაადასტურა, რომ საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული ჯავშანტექნიკა ბევრად უფრო გამძლე და მუშაა ვიდრე მოდერნიზებული ან რუსეთის მიერ წარმოებული და მოდერნიზებული ტანკები და ზოგადად მძიმე ტექნიკა.


საომარი მოქმედების ზონაში რუსებმა საბრძოლო მოქმედებებისას დაკარგული მძიმე ტექნიკის გარდა სეულობით მძიმე ტექნიკა დაკარგეს მათი გაუმართაობის გამო, ეს ტექნიკა მერე უკვე უკრაინელებს გაჰყავთ და რემონტის შემდეგ უკრაინულ არმიას გადაეცემა საბრძოლველად.


ომი ომია და ექსტრემალურ პირობებში არავინ იცის ტექნიკას რა უღალატებს, მაგრამ ფაქტია ტექნიკის მასიური მწყობრიდან გამოსვლასთან გვაქვს საქმე და არა ცალკეულ შემთხვევებთან.


ახლახანს უკრაინელებმა ხელში ჩაიგდეს საბრძოლო მოქმედებებისას სრულიად დაუზიანებელი ტანკი რომელიც გამოშვებულია 2021 წელს, ტანკს ჰქონდა ტექნიკური პრობლემები, გადაყვანილ იქნა ტანკსარემონტო ქარხანაში და უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება ის დეფექტები რის გამოც პრაქტიკულად ახალი ტანკი მიატოვეს რუსმა მებრძოლებმა.



უკრაინელმა ოფიცერმა დაურეკა რუსული ტანკმშენებელი ქარხნის კონსტრუქტორს, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას აღნიშნული ტანკის წარმოებაში და ისე "გააბითურა", რუსი კონსტრუქტორი ვერც კი მიხვდა, რომ მას უკრაინელი ოფიცერი ესაუბრებოდა და არა რუსი სამხედრო.



სხვადასხვა მიმართულებებზე უკრაინელების ხელში ალაფის სახით მოხვედრილი სამხედრო ტენიკა და საბრძოლო მასალები.

0
475
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
475