x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რას განიცდის ადამიანი სიკვდილის წინ

მეცნიერებმა პირველად შეძლეს მომაკვდავი ადამიანის ტვინის აქტივობის დაფიქსირება და გაირკვა, რომ იმ დროს, ტვინის ტალღებში გარკვეული კანონზომიერება ფიქსირდება: კერძოდ, ის შეესაბამისობაშია პროცესთან, რომლიც მოგონებებს და სიზმრებს უკავშირდება. ინფორმაციას ახალი აღმოჩენის შესახებ, გამონცემლობა New Atlas–ი და ჟურნალი Frontiers in Aging Neuroscience ავრცელებს.


image


ხენანის (ჩინეთი), ტარტუს (ესტონეთი), ტორონტოს (კანადა), ნიუ-იორკის (აშშ) უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფმა, პირველად ისტორიაში, 87 წლის მომაკვდავი მამაკაცის ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) უწყვეტი, 15 წუთიანი, ჩანაწერი გააკეთეს. პაციენტს ეპილეფსიის დიაგნოზი ჰქონდა და მეცნიერთა კვლევის საგანიც ეს იყო. imageთუმცა ის, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა და გარემოებათა დამთხვევის გამო, ისე მოხდა, რომ მიერთებულ აპარატებზე, პაციენტის თავის ტვინის ბოლო 15 წთ–ის აქტივობა დააფიქსირდა.

ტვინის აქტივობის ნეიროფიზიოლოგიური კვალი, მას შემდეგ, რაც გული ცემას შეწყვეტს, ცუდად არის შესწავლილი. მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან, იმ პროცესების შესახებ, რომელიც მომაკვდავი ადამიანის ტვინში ხდება. მართალია, ცხოველებზე ჩატარებული ცდები, იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ გულის გაჩერების შემდეგ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შეჩერების მომენტამდე, ტვინის გაზრდილი აქტივობა აღინიშნება. მაგრამ, ასეთი კვლევები ადამიანებზე არ ჩატარებულა.


image


EEG–ის ჩანაწერმა კი აჩვენა, რომ ტვინის აქტივობა, ადამიანის შემთხვევაშიც, გულის გაჩერების შემდეგაც გაგრძელდა. აქ საუბარი გამა–რითმების აქტიურობაზეა, რომელსაც კავშირი აქვს მოგონებებთან და სიზმრებთან — ეს არის მდგომარეობა, რომელიც იმას ჰგავს, რასაც ჩვენ სიზმრების ნახვისას განვიცდით. ამიტომ, მეცნიერებმი ვარაუდობენ, რომ სიკვდილის წინ ადამიანი, შეიძლება, ვიზუალურად იმ სურათებს ხედავს, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს შეიცავს.

image«შესაძლებელია, მომაკვდავის ტვინი მართლაც ახდენს ცხოვრებისეული მოვლენების რეპროდიცირებას», — აღნიშნეს შრომის ავტორებმა. ამ თეზისის სისწორეს იმ ადამიანების მონათხრობიც ადასტურებს, რომლებმაც დროებით, გულის გაჩერება ანუ კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს.

რა თქმა უნდა, საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია, რადგან კვლევაში მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა, ეს ნაშრომი, შეიძლება, კარგი დასაწყისი იყოს იმისთვის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს, ადამიანის ტვინის სიკვდილის წინა და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობის შესწავლას.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

* 3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია. ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი

* გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

* საოცარი ფოტოები, რომლებსაც ყურადღების მისაქცევად, ფოტოშოპი არ სჭირდება

0
4590
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0