მოვლენები
ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად შეიცვალა რომ საკუთარმა თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს
3 აპრილი, 13:47
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313231086669.jpg)
90-იანების ერთ-ერთი ყველზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელის ქეით ფიშერის სახელი და გვარი ბავშვმაც კი იცოდა. მოდური წვეულებებისა და ხმაურიანი საღამოების ხშირი სტუმარი იმ წლების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და პერსპექტიულ მოდელად ითვლებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ქეითის კვალი მოულოდნელად გაქრა, ის თითქოს მიწამ ჩაყლაპა.
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313233786669.jpg)
10 წელზე მეტია მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, თუმცა ახლახან ფიშერი ყველასდა გასაკვირად კვლავ გამოჩნდა. ყოფილი მოდელი მაღაზიაში შესვლისას პაპარაცებმა არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს, რომელიც გაურკვეველ ზეწარში იყო გახვეული და საკმაოდ არაადეკვატურადაც იქცეოდა. ერთ დროს ერთ-ერთი წარმატებული მოდელის ფოტოებმა ინტერნეტმომხმარებელი შოკში ჩააგდო.
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313241786669.jpg)
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313242386669.jpg)
ქეითის ერთგულმა თაყვანსმცემლებმა ინტერნეტში ვირიუსივით გავრცელეულ ფოტოებზე თავიანთი სათაყვანებელი კერპი ვერც კი ამოიცნეს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ რა გარემოებამ გამოიწვია მოდელის ასეთი გარეგნული გარდასახვა.
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313245186669.jpg)
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313245786669.jpg)
უკვე მრავალი წელია ქეითი არც ინტერვიუებს იძლევა და არც პირად ცხოვრებაზე რაიმე სახის კომენტარს აკეთებს, მეზობლების თქმით, ის სახლიდანაც იშვითად გადის, თუმცა ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს იმის გარკვევა რომ ის ახლა თერაპევტად მუშაობს, რელიგიური თემის შეხვედრებსაც რეგულარულად ესწრება და ცდილობს სამაგალითო იუდეველი გახდეს.
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313253286669.jpg)
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313253786669.jpg)
როგორც ჩანს, ქეითმა თავისი ებრაული ფესვების შესახებ გაიხსენა, მართლმადიდებლური იუდაიზმის მიმდევარიც გახდა და სახელიც შეიცვალა. ის ახლა ავსტრალიაში ციპორა მალკა ბატ ისრაელის სახელით ცხოვრობს. შესამჩნევი ცვლილებები განიცადა ყოფილი მოდელის გარეგნობამაც. დღესდღეობით, ფუმფულა 49 წლის ქალში წარმატებულ მოდელს ვერავინ ამოიცნობს. ქუჩაში ის ძირითადად, პიჟამათი დადის, საფოსტო ყუთის შესამოწმებლად კი ზეწარშემოხვეული გადის.
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313262386669.jpg)
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313261086669.png)
წარმატებული მოდელი 1997 წლიდან მილიარდერ ჯეიმს პაკერს ხვდებოდა, რომელზეც მოგვიანებით მომღერალი მერაია ქერი დაინიშნა, ამ ურთიერთობის დასრულებიდან მალევე მოდელის კვალი უკვალოდ გაქრა, მის შესახებ ცნობები პრესაში მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
![ერთ დროს წარმატებული მოდელი იმდენად
შეიცვალა რომ საკუთარმა
თაყვანისმცემლებმაც კი ვერ იცნეს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202404/2024040313265086669.png)