x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136086
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510359
ქრისტეს კვართთან ერთად, საქართველოში კიდევ ერთი სიწმინდე ჩამოიტანეს, რომელიც ახლა რუსეთშია

I საუკუნეში, იუდეას პროვინციაში, სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად, რომის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო საჭირო. ამის შემდეგ, როგორც წესი, რომაელ ჯარისკაცებს განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ და სიკვდილით დასჯის ადგილს, თავადვე იცავდნენ. ლეგიონერები არა მხოლოდ ჯვარს აცვამდნენ დამნაშავეს, – არამედ იმ ქონებასაც ეუფლებოდნენ, რომელიც სიკვდილმისჯილს. იმ მომენტისთვის, თან ჰქონდა, მაგ., ფული, სამოსი და ა. შ. სახარების მიხედვით, ჯარისკაცებმა, რომლების ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, იმ ადგილს იცავდნენ, წილისყრით გადაწყვიტეს, თუ ვის შეხვდებოდა ქრისტეს კვართი.


image


და რა თქმა უნდა, ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოიტანა ქართველმა ებრაელმა ელიოზმა, საქართველოში ქრისტეს კვართი და რომ ის ამჟამად მცხეთაშია, ყველამ ვიცით.

თუმცა, კვართის გარდა, ქრისტეს, ჯვარცმის დროს, ზედა სამოსიც (ფილონი) ჰქონდა და ის ტანსაცმლის განაწილების დროს, გადმოცემით, 4 ნაწილად გაყვეს. ასე, რომ, დღეს ქრისტიანულ სამყაროში, კიდევ 4 წმინდა რელიკვია არსებობს, რომელიც უშუალოდ, ქრისტეს სამოსს უკავშირდება.

გადმოცემით, ჯვარცმის შემდეგ, ფილონი ნაწილები ასე განაწილდა: ერთი საფრანგეთში წაიღეს, მეორე – გერმანიაში, მესამე, კვართთან ერთად, საქართველოში ჩამოიტანეს. მეოთხეს ადგილი უცნობია და არც ის არის ცნობილი, მეოთხე ნამდვილად იყო? თუ ფილონი მხოლოდ სამ ნაწილად გაიყო?

საუკუნეების შემდეგ, როდესაც საქართველო სპარსებმა დაიპყრეს, შაჰმა აბას I ქრისტეს ფილონის ნაწილი, კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რუსეთის მეფეს მიხეილ I 1625 წელს აჩუქა. წმინდა რელიკვია ჯერ პეტრე–პავლეს ციხესიმაგრეში, შემდეგ პეტერბურგის ზამთრის სასახლეში, კიევის წმინდა სოფიას ტაძარში და იპატიევის მონასტერში ინახებოდა. საბჭოთა პერიოდში, ის თვალთახედვის არიდან გაქრა და მხოლოდ 2002 წელს, იაროსლავის მუზეუმში იპოვეს. ხოლო, ორი წლის შემდეგ ის, ეკლესიას გადაეცა. ახლა ქრისტეს ფილონის ნაწილი მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარშია ინახება.

თუ ქრისტესთან დაკავშირებულ სიწმინდეების კვალს გავყვებით, მისი ჯვარცმის შემდეგ, კიდევ ერთი წმინდა რელიკვია, ლონგინუსის შუბი* გაჩნდა. ლეგენდის მიხედვით, რომაელმა ცენტურიონმა (ასმეთაური), სახელად ლონგინუსმა, იმისთვის რომ ქრისტეს სიკვდილში დარწმუნებულიყო, შუბი ფერდში ჩაარტყა.


image«წმინდა ლონგინუსის», ჯოვანი ლორენცო ბერნინი, 1638 წ.


ხოლო, როდესაც ქრისტეს აღდგომის შესახებ შეიტყო, სამხედრო სამსახური მიატოვა, ქრისტიანობა მიიღო და საქადაგებლად კაბადოკიაში წავიდა, საიდანაც წარმოშობით იყო. მისი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენია პილატეს და მას მძევლები დაადევნა. მათ ლონგინუსის საკუთარ სოფელში მიაგნეს და მოკლეს.

ამჟამად, შუბის რამდენიმე ასლი არსებობს, – ერთი ვატიკანში ინახება, მეორე – ვენაში, მესამე – სომხეთში და ყველას ავთენტურობაზე აქვს პრეტენზია.


* ლონგინუსის ცნობილი შუბის ხელში ჩაგდებაზე, თითქმის, 2000 წელია ბევრი ოცნებობს. ითვლება, რომ მას უდიდესი ძალა აქვს და რომ ის, მის მფლობელს, მაგიურ ძალაუფლებას და ამოუწურავ ენერგიას ანიჭებს.

ყველა ადამიანი, ვინც მას ფლობდა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, სრულიად დაუმარცხებელნი იყვნენ. ამიტომ, ლონგინუსის შუბის, ბედის შუბს ან ძალაუფლების შუბსაც უწოდებენ. გადმოცემით, ადამიანი, რომელიც მას ხელში აიღებს, მსოფლიოს ბედიც მის ხელში იქნება. მაგრამ, საკუთარ სიცოცხლეს მეტად ტრაგიკულად დაასრულებს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:

* 10 ისტორიულ ფაქტი, რომელიც ჯობია არ ვიცოდეთ

* სამარცხვინო შედეგი, რომელიც დიპლომატებმა დიდ გამარჯვებად გამოაცხადეს

* შუმერების 5 გამოგონება, რომლებმაც სამყარო შეცვალა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
652
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
652
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0