x
მეტი
  • 12.06.2024
  • სტატია:135296
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509569
ჯაკომო კაზანოვა: 3 მითი გმირ - საყვარელზე, რომელიც დღემდე სიმართლე გვეგონა

image


ჯაკომო ჯოვანი კაზანოვას შესახებ ალბათ ბავშვმაც კი იცის. ბევრისთვის "კაზანოვას" სახელი ქალების საბედისწერო მაცდუნებელთან ასოცირდება, რომელსაც კავშირი მშვენიერი სქესის ასობით წარმომადგენელთან მაინც ჰქონდა. წარმოშობით იტალიელი ქალების გულთამპყრობელი, ყველაფერთან ერთად მწერალი, ფილოსოფოსი და მეწარმეც გახლდათ. მისი პიროვნების გარშემო იმდენი ჭორ - მართალი დადის, რომ სიმართლის დადგენა ცოტა არ იყოს და რთულია, თუმცა დღევანდელ სტატიაში მისი პიროვნების შესახებ რამდენიმე მითის გაქარწყლებას შევეცდები.


image



დავიწყოთ იქიდან რომ კაზანოვას სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ მის მიერ დაწერილი მემუარებიდან ვიცით, და თუკი იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ რომ მამაკაცებს საკუთარი "მიღწევების" გაზვიადება მეტისმეტად უყვართ, დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ რომ მათი მონათხრობის ნახევარზე მეტი - მტკნარი სიცრუეა.


image


მიუხედავად იმისა, რომ ჯაკომომ თავისი სასიყვარულო ურთიერთობები დეტალურად აღწერა, მკითხველს ეს საკმარისად მაინც არ მოეჩვენა და მისი პერსონის გარშემო ისეთი თავგადასავლების შეთხზვა დაიწყო, რომ თავად კაზანოვასაც კი გაუკვირდებოდა. მაშ ასე, გთავაზობთ ამ არაორდინარული პიროვნების გარშემო გავრცელებულ სამ ყველაზე მცდარ წარმოდგენას, რომელიც ყველას აქამდე სინამდვილე ეგონა.



კაზანოვას ურთიერთობა ბევრ ქალთან ჰქონდა


image



მრავალი წყარო რამდენიმე ასეულ ქალთან კაზანოვას კავშირის არსებობას ამტკიცებს, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნის რომ თითქოს განურჩევლად ასაკისა და გარეგნობისა ის ყველას თავგზას ერთნაირად უბნევდა, უცნაურია, არა? სინამდვილეში, ჯაკომოს მოგონებებში წერია, რომ ის 130 ქალთან იმყოფებოდა და ეს მხოლოდ 40 წლამდე, რაც იმ პერიოდის თავადაზნაურობის სტანდარტებით დიდი მაჩვენებელი სულაც არ გახლდათ. ზოგიერთ მამაკაცს მასზე გაცილებით მეტი თავგადასავალი ჰქონია. ასე რომ ჩვენს ჯაკომოს ამ თვალსაზრისით რეკორდი სულაც არ მოუხსნია.


ჯაკომო შთამბეჭდავი ზომების პატრონი იყო


image


იმედგაცრუებაც ამას ჰქვია: ჯაკომო აბსოლუტურად ჩვეულებრივი მამაკაცი გახლდათ, რომელიც არანაირი განსკუთრებული "ღირსებით" არ გამოირჩეოდა, მეტიც მას სრულყოფილი სხეულიც კი არ ჰქონდა. კაზანოვა წარმატებას ქალებთან ურთიერთობაში თავისი განსაკუთრებული უნარებითა და სწორი მიდგომით აღწევდა, ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხეულის სხვა პარამეტრები.



იტალიელი მაჩო გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა და არც დიდი გალანტურობით გამოირჩეოდა


image


აბსოლუტური სისულელეა! კაზანოვა არც მექალთანე და არც მატყუარა არ ყოფილა. ურთიერთობის დაწყებამდე ის ქალებს ყოველთვის წინასწარ აფრთხილებდა რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო, და რომ მას სასიყვარულო კავშირისგან მხოლოდ სიამოვნების მიღება სურდა, მეტიც, ქალების გულთამპყრობელი ძალიან თავაზიანი, გალანტური და გულუხვიც ყოფილა, რომელიც სხვათა შორის, საკუთარ პარტნიორებს ყოველთვის ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა.








0
177
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
177