x
მეტი
  • 16.08.2022
  • სტატია:121548
  • ვიდეო:354835
  • სურათი:493667
12 ნაკლებად ცნობილი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

ფაქტი №1. როდესაც გერმანულმა ჯარმა პარიზი დაიკავა, ადოლფ ჰიტლერმა ეიფელის კოშკის წვერზე ასვლის სურვილი გამოთქვა. მაგრამ, მან ეს ვერ შეძლო, რადგან ფრანგებმა ლიფტის სავალი ნაწილი განზრახ დააზიანეს. ფეხით ასვლაზე კი, ფიურერმა უარი თქვა.

სწორედ მაშინ გახდა პოპულარული გამონათქვამი, რომ "ჰიტლერმა საფრანგეთი დაიპყრო, მაგრამ ეიფელი – ვერა".

image



ფაქტი №2. როდესაც გერმანული ჯარი პოლონეთში შეიჭრა, ვიზნას დაცვაზე მხოლოდ 720 პოლონელი ჯარისკაცი იდგა. მათ მტრის 42 ათასი ჯარისკაცის და 350 ტანკის 3 დღით შეაკავება შეძლეს.image



ფაქტი №3. მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონია ჩინეთში ბუბონური შავი ჭირით დავირუსებულ ბომბებს ყრიდა, რაც ეპიდემიის მიზეზი გახდა, რომელმაც 500 ათასი ჩინელის სიცოცხლე შეიწირა. image



ფაქტი №4. რადგან პოლონელი ბავშვები ძალიან ჰგავდნენ გერმანელებს, პოლონეთში შეჭრის შემდეგ, გერმანელებმა 50 ათასზე მეტი ბავშვი მოიტაცეს და გერმანიაში გაიყვანეს გასაშვილებლად. ამ ფოტოზე კი, აუშვიც-ბირკენაუს საკინცენტრაციო ბანაკის (პოლონეთი) ტყვე ბავშვები არიან.image



ფაქტი №5. მეორე მსოფლიო ომის დროს, პარიზის საკათედრო მეჩეთში ებრაელებს ყალბ მუსულმანური დაბადების მოწმობებს აძლევდნენ, რაც მათ, გერმანელების დევნისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდათ.image



ფაქტი №6. საკონცენტრაციო ბანაკებში მსხვერპლთა ძვირფასი ნივთების გათეთრებლად, რეიხბანკის პრეზიდენტის ვალტერ ფანკას ხელმძღვანელობით, მაქს ჰეილიგერის სახელზე საბანკი ანგარიში გაიხსნა. ასეთი პიროვნება კი, რა თქმა უნდა, რეალურად არ არსებობდა.image



ფაქტი №7. II მსოფლიო ომის დროს, ამერიკული ჯარი RAF-16–ს ვარდისფერ თვითმფრინავებს იყენებდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს, ეს გამანადგურებელი, პრაქტიკულად, უხილავი ხდებოდა – მათი “გლამურული” ფერი ძალიან კარგად გააზრებული სამხედრო ტაქტიკა იყო.image



ფაქტი №8. ატომური ბომბის ჩასაგდებად, აშშ-ის მესამე სამიზნე, ჰიროსიმას და ნაგასაკის შემდეგ*, ტოკიო იყო. თუმცა, ვიდრე ეს მოხდა, იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.image



ფაქტი №9. ნაცისტების ხელით 12 მლნ. ადამიანი დაიღუპა. მათგან, თითქმის ნახევარი, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ებრაელები იყვნენ.image



ფაქტი №10. საჰაერო თავდასხმებისგან, ბრიტანეთის დიდი ქალაქების დასაცავად, ქუჩებში უზარმაზარი საჰაერო ბუშტები განათავსეს, რომლის ქვეშ ფოლადის ბადეები იყო. ეს ხრიკი, შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მტრის თვითმფრინავებს გაცილებით მაღლა ფრენას აიძულებდა, რაც თავის მხრივ, მათი დარტყმის სიზუსტის ხარისხს ამცირებდა.image



ფაქტი №11. II მსოფლიო ომს 50-70 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის, 80% 4 ქვეყნიდან იყვნენ. ეს ქვეყნებია: სსრ კავშირი, გერმანია, პოლონეთი და ჩინეთი. დაღუპულების ნახევარზე მეტი, მშვიდობიანი მოსახლეობა – ძირითადად, ქალები და ბავშვები იყვნენ.image



ფაქტი №12. კურილიის კუნძულების გამო, იაპონიას და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ – ფორმალურად, მათ შორის ომი ისევ გრძელდება...image

* 1945 წელს მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენები მოხდა – ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბები ჩამოაგდეს, რამაც შეუქცევადი შედეგები გამოიწვია და არა მხოლოდ ამ იაპონური ქალაქების, არამედ მთელი პლანეტის ისტორია შეცვალა.

1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 8:15 სთ–ზე ამერიკული ბომბდამშენის B-29 Enola Gay–ის ეკიპაჟმა პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდო იაპონიის ქ. ჰეროსიმაში, რომელშიც იმ დროს, სამხედრო ბაზა მდებარეობდა და მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი იყო. ბომბმა, კოდური სახელით – «პატარა», ქალაქის 5 კვადრატული მილი დაანგრია და 70 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჰიროსიმას განადგურებიდან, სამი დღის შემდეგ, მეორე ამერიკელმა ბომბდამშენმა, ბომბი ქალაქ ნაგასაკში ჩამოაგდო, რომელიც ჰიროსიმის სამხ–დასავლეთით, დაახლოებით 185 მილის დაშორებით მდებარეობდა. გაგრძელება >>>


image


არხის სხვა სიახლეები:


* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* “თებერვლის მიწა სისხლს შეერევა..." – ვანგამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იწინასწარმეტყველა

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* "ეს ორი სიტყვა ისწავლეთ" - ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს...

* პუგაჩოვას “ბუნტი" – “ჩვენმა პრეზიდენტმა თავისი ყველა შესაძლებლობა ამოწურა"

* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ

* სატირული ილუსტრაციები ჩვენი საზოგადოების მახინჯი მხარის შესახებ

0
1503
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1503
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0