x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508424
ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

შვეიცარიელები — მეტად ფრთხილი და წინდახედული ადამიანები არიან. ისინი სამხედრო ბუნკერებს 1886 წლიდან აშენებენ, განსაკუთრებით აქტიურად, — II მსოფლიო ომის და ასევე, 60–იანებში, «ცივი ომის დროს». ბოლოს და ბოლოს იმდენი ააშენეს, რომ საფრთხის შემთხვევაში, თავშესაფარში დამალვა შვეიცარიის მთელს მოსახლეობას შეეძლება და ადგილიც დარჩება...


image


«ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, რომელშიც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხვედრა», «მრავალბინიანი შენობების მფლობელებს მოეთხოვებათ, ყველა ახალ საცხოვრებელში, თავშესაფრების აშენება და აღჭურვა» – წერია შვეიცარიის ფედერალური კანონის, სამოქალაქო თავდაცვის, 45-ე და 46-ე მუხლებში, რომელიც 1963 წლის 4 ოქტომბერს მიიღეს.

ამიტომ, შენობების უმრავლესობას, რომელიც 60–იანი წლების დასაწყისში და მის შემდეგ არის აშენებული, ბირთვული თავშესაფრებიც აქვს.


image


2006 წ. შვეიცარულ სახლებში, დაწესებულებებში და საავადმყოფოებში 300 000–მდე თავშესაფარი არის დათვლილი და ამას გარდა, ქვეყანაში 5 100 საზოგადოებრივი თავშესაფარიც არის, რომელიც საფრთხის შემთხვევაში, 8, 6 მლნ. ადამიანის თავდაცვას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 114 % შეადგენს (ამჟამად, შვეიცარეიაში 8, 3 მლნ. ადამიანი ცხოვრობს).

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიას, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, არცერთ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, ის თავდაცვისთვის ყოველთვის მზად არის. ხოლო იმისთვის, რომ გავიაზროთ შვეიცარიის თავდაცვის სტრატეგია, ერთ–ერთი ოფიცრის ცნობილი ციტატა უნდა მოვიშველიოთ: «შვეიცარიას არ ჰყავს არმია, თავად შვეიცარიაა არმია!» – თქვა მან.


image


შვეიცარიის უახლოესი კონკურენტი, თავშესაფრების რაოდენობის სიმრავლის მიხედვით, შვეცია და ფინეთი არის, 7, 2 და 3, 4 მლნ. დაცული ადგილით, რაც ამ ქვეყნების მოსახლეობის, დაახლოებით, 81 და 70 % შეესაბამება.


image


რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, იქ არსებული სიტუაციის შედარება შვეიცარიასთან არც კი შეიძლება. მაგ., ავსტრიაში, მოსახლეობისთვის დაცული ადგილების რაოდენობა მხოლოდ 30 %–ია. გერმანიაში კი, საერთოდ, – 3 %.

ევროპის გარეთ, ბირთვული თავშესაფრები გავრცელებულია ჩინეთში, სამხ. კორეაში, არის სინგაპურში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში. მაგრამ მოსახლეობისთვის, დაცული ადგილების რაოდენობა 50% არსად აღემატება.



image

არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

* რა იმალება რუსეთის ბირთვულ ჩემოდანში

* 1 ბომბდამშენი ყოველ 63 წუთში და სხვა საინტერესო ფაქტები ომის შესახებ

* რას მალავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ფიურერი – ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო

* "Russia, goodbye" - რუსეთს შოუ–ბიზნესის ვარსკვლავები ტოვებენ

* უკრაინის თანამედროვე ტერიტორია ძველ რუკებზე

* ფოტოები, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ ნახავთ

* 10 ისტორიული ფაქტი, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

0
5961
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0