x
image
ქეთეონე
"შოკისმომგვრელი და შემზარავია, ამას შედეგები მოჰყვება" ....

image

უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივინმა უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხრიდან ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობა დაგმო და მას "შოკისმომგვრელი და შემზარავი" უწოდა. სალივანის თქმით, აშშ-ს მხრიდან მომხდარს "შესაბამისი შედეგები" მოჰყვება.


"ეს აშკარად შოკისმომგვრელი და შემზარავია. ჩვენ ამის შესახებ ახლახან გავიგეთ და ამასთან დაკავშირებით მექნება კონსულტაციები ჩემს კოლეგებთან. კონსულტაციები გვექნება უკრაინელებთანაც, იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს და შემდეგ განვსაზღვრავთ შესაბამის შედეგებს", -თქვა ჯეიკ სალივანმა.


კიევის რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა კვირას განაცხადა, რომ 51 წლის ამერიკელი ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ბრენტ რენო, მოკლეს და მისი კოლეგა დაჭრეს რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ირპინში. ნებიტოვმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფოტოები რენოს ცხედარი, მისი ამერიკული პასპორტი და რწმუნებათა სიგელები New York Times-იდან.



13 მარტს, უკრაინის ქალაქ ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ერთი ჟურნალისტი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.


შეგახსენებთ, რომ ხერსონის რეგიონში ადგილობრივი ჟურნალისტი ოლეგ ბატურინი გაუჩინარდა. მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ის ოკუპანტებმა გაიტაცეს.

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0