საზოგადოება "ქართველებო, ნუ დაიღლით თავს ბოღმის ნთხევით... შემოგევლოთ რუსეთი" 2022, 12 მარტი, 22:39 ![]() "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდებზე მათ რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავთ. ისინი მთელი დღის განმავლობაში დებდნენ სთორებს, პოსტებს, რომ თაყვანისმცემლებთან შეხვედრა ამჯერად "ვკონტაქტეზე" ან "ადნაკლასნიკზე" მოუწევდათ. ქართველი აუდიტორია კი მათი მისამართით სალანძღავ კომენტარებს არ იშურებს... როგორც ჩანს, ამ ფაქტმა განსაკუთრებულად გააღიზიანა ფოტომოდელი და ინფლუენსერი მიმი შელია, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს. მიმი შელია: "ჩემი "უკეთილშობილესო" ქართველო კეთილისმსურველებო. ტყუილად ნუ დაიღლით თავს ჩემი მისამართით ბოღმის ნთხევით. შემოგევლოთ თქვენ სრულიად რუსეთი. რომ მწერთ, იხურება ინსტაგრამი და რით რეალიზდებიო, მე უკვე რეალიზებული ვარ ყველა ასპექტში, თქვენგან განსხვავებით. ნუ ნერვიულობთ, პოსტები მექნება ხვალ, ზეგ და უსასრულოდ, აქ ამ პლატფორმაზე. უსურვეთ ყველას სიკეთე და იგივე სიხარულში და ბედნიერებაში იქნებით აწ და მარადის". ![]() ![]() ![]() 202 1-ს მოსწონს
|