x
image
ქეთეონე
უკრაინაში თითქმის მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაახლოებით 228 000 კი გაზის

image

უკრაინაში თითქმის მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაახლოებით 228 000 კი გაზის.


უკრაინაში თითქმის მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს" Deutsche Welle" უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ატომური ენერგიის პროვაიდერზე, Energoatom-ზე დაყრდნობით.


რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას კვლავ აგრძელებს. თითქმის 228 000 აბონენტს ბუნებრივი აირი დღემდე არ მიეწოდება.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 2, 5 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შემოჭრა დაიწყო და კიდევ 2 მილიონი იძულებით გადაადგილებულია. გაქცეულთა დაახლოებით ნახევარი ბავშვია.


ვრცელდება ცნობები, რომ საპორტო ქალაქი მარიუპოლი 10 დღეა საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში დღისით ტემპერატურა 0 გარდუსია, ხოლო ღამით ყინავს.



- ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა მარიუპოლში ჰუმანიტარულ დერეფანზე „სატანკო შეტევა“ განახორციელა
- რუსეთის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს
-სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსული კოლონა კიევის მახლობლად დაარბეულია


0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0