![ჰეილი ბიბერი ELLE-ისთვის: სიყვარული,
პოპულარობა და ონლაინ ბულინგი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202203/2022030322211390835.jpg)
ჰეილი ბიბერი ამერიკული ELLE-ის აპრილის გამოცემის ყდაზე ვიხილეთ. სუპერმოდელმა ფოტოსესიათან ერთად, გამომცემლობასთან სიყვარულზე, პოპულარობასა და ონლაინ ბულინგზე ისაუბრა.
ჰეილი ბიბერი ნიუ-იორკში, ბოლდუინების ცნობილ სამსახიობო ოჯახში გაიზარდა. დედამისი წარმოშობით ბრაზილიიდან არის. „მიყვარს ბრაზილიური კულტურა, რომელიც დედაჩემს, ბებიაჩემს და ჩემს ოჯახს მაგონებს”.
„სახლში პორტუგალიურად ვმღერი და ბრაზილიურ კერძებსაც ხშირად ვამზადებ“.
17 წლის ჰეილიმ მშობლების სახლი დატოვა და უფროს დასთან ერთად, მანჰეტენზე გადავიდა საცხოვრებლად. „ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. როდესაც სამოდელო კარიერით ფულის გამომუშავება დავიწყე, მივხვდი, რომ მარტო ცხოვრებაც შემეძლო“.
ჰეილი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესია მის სხეულზე ნეგატიურად აისახებოდა და ტრავმების გამო, თავის დანებება მოუწია.
![ჰეილი ბიბერი ELLE-ისთვის: სიყვარული,
პოპულარობა და ონლაინ ბულინგი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202203/2022030322144390835.jpg)
აღსანიშნავია, რომ ჰ
ეილი „სელებრითი იუთუბერების” რიგებს შეუერთდა. მოდელმა განგვიმარტა, რომ არხის ქონთენთი მისთვის საინტერესო თემების გარშემო იტრიალებდა. Youtube-ზე ჰეილის ერთ-ერთ პირველ ვიდეოს 3 დღეში 3, 5 მილიონი ნახვა ჰქონდა.
რაშია მისი საიდუმლო?
„სტუმრად ჰეილის აბაზანაში”: მოწვეული სტუმარი ქენდალ ჯენერი, აბაზანაში ტეკილას სმა და არაფხიზელ მდგომარეობაში „მე არასდროს”-ის თამაში. ჰეილიმ Youtube-ის გამომწერებს მისცა ის, რასაც ითხოვდნენ: ცოტა აბსურდული და მხიარული სიუჟეტი, პირადი ცხოვრების დეტალები და გულწრფელობა. ჰეილი ბიბერმა მოახერხა, რომ Relatable ყოფილიყო, რაც მისი იუთუბის არხის წარმატების მთავარი საფუძველი გახდება.
![ჰეილი ბიბერი ELLE-ისთვის: სიყვარული,
პოპულარობა და ონლაინ ბულინგი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202203/2022030322152890835.jpg)
„ინსტაგრამზე” განუწყვეტელი ონლაინ ბულინგის შემდეგ, ჰეილიმ მის ფოტოებზე კომენტარების დაწერის შესაძლებლობა შეზღუდა: „მითხრეს, რომ ჩემი ანგარიშისთვის ეს არ იქნებოდა ხელსაყრელი ნაბიჯი. როდესაც ადამიანები ონლაინ ტერორის ქვეშ მამყოფენებ, მთავარი ჩემი მენტალური ჯანმრთელობა ხდება”.
ჰეილიმ ისიც აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ, პირბადის ტარებას გააგრძელებს: „ახალგაზრდა გოგო ვარ, რომელსაც მთელი დღე ზრდასრული მაკაცაცები ფოტოების გადასაღებად დასდევენ. დღემდე ვერ შევეგუე პაპარაცებს და არამგონია, რომ ოდესმე ეს ჩემთვის ნორმალური გახდეს. ალბათ, პირბადის ტარებას არასდროს შევწყვეტ”.
ჰეილიმ ჯასტინთან შეხვედრა 19 წლის ასაკში დაიწყო. „მაშინ ჩვენი ცხოვრება განსხვავებული მიმართულებით მიდიოდა. ვფიქრობ, იმ დროს დაშორება აუცილებელიც იყო“. რამდენიმე წლის შემდეგ, მაიამიში, რელიგიურ კონფერენციაზე შეხვდნენ. „ერთმანეთი დიდი ხნის მანძილზე არ გვყავდა ნანახი. მივედი და მეგობრობა შევთავაზე, რადგან არ მინდოდა მისი, როგორც ადამიანის დაკარგვა“.
![ჰეილი ბიბერი ELLE-ისთვის: სიყვარული,
პოპულარობა და ონლაინ ბულინგი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202203/2022030322160390835.jpg)
„რწმენა ჩვენი დამაკავშირებელია. უფლის გზაზე ერთად სიარული და ის, რომ ეკლესიურ საზოგადოებას ვეკუთვნით – ეს ჩვენთვის ყველაფერია“.
„ეს პერიოდი ჩვენთვის ურთულესი იყო. ყველა ამბობდა, რომ ჯასტინი ნარკოტიკებს მოიხმარდა, სინამდვილეში კი ავადმყოფობას ებრძოდა. ნერვიულობამ ორივეზე მძიმედ იმოქმედა. მაშინ ქორწილზე ნამდვილად არ გვეფიქრებოდა“.
„ჯასტინი შეუდარებელი ადამიანი და ძალიან კარგი პარტნიორია. მხოლოდ მასთან ვისურვებდი ჩემი ცხოვრების გატარებას. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა“.
როგორც ყველა ახალდაქორწინებული წყვილი, ჯასტინი და ჰეილიც ცდილობენ დატვირთულ სამუშაო გრაფიკსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნას: „სახლში ყოფნა მეტ სიამოვნებას მანიჭებს ვიდრე გარეთ. გვიყვარს ტელევიზორის წინ ჩახუტება და Friends-ის სერიების ყურება“.
„სახლში წესებიც გვაქვს… მაგალითად, ლოგინში ერთმანეთს ტელეფონების გამოყენებას ვუკრძალავთ, თუ ეს სრულიად აუცილებელი არ არის. ტელეფონის სქროლვის ნაცვლად, ვცდილობ მეტი წიგნებიც ვიკითხო“.