საზოგადოება შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე და ბრალდებულის აღიარება 2022, 22 თებერვალი, 21:41
"რაღაც ეშმაკი ჩამისახლდა და ჩემი თავი ვერ გავაჩერე"- - ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა საზარელი დანაშაული აღიარა.
მან ბოდიში მოიხადა და იტირა კიდეც: "მომისაჯეთ რისი ღირსიც ვარ" - მიმართა განსასჯელის სკამზე მყოფმა მურსაკულოვმა მოსამართლეს. "მე ბოდიშს ვიხდი, რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიში, ეს არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველას ბოდიშს გიხდით"- თქვა ბრალდებულმა. ავსტრალიელი პედაგოგი, შანაი ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი 31 ივლისს იპოვეს. მალევე გაირკვა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. შეგახსენებთ, რომ: „ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა" 122 1-ს მოსწონს
|