საზოგადოება უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - დონბასში სროლის შედეგად 2022, 19 თებერვალი, 12:42 დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის გაერთიანებული ოპერაციების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 19 თებერვლის დილის 9 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს ეხებოდა. მტერმა გამოიყენა 122 მმ-იანი საარტილერიო სისტემები, 120 მმ და 82 მმ ნაღმტყორცნები, სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები. სამხედრო კორესპონდენტმა ანდრეი ცაპლიენკომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ მირონოვსკთან სროლის შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე. მან სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო. 50 1-ს მოსწონს
|