x
image
ქეთეონე
ჯესიკა ალბას იშვიათი გამოჩენა
image

ალბა მსახიობობით ხუთი წლის ასაკიდან დაინტერესდა. 11 წლის ასაკში ის დედამ მიიყვანა მსახიობების კონკურსზე ბევერლი ჰილზში, სადაც გრან-პრი მოიგო და სამსახიობო ხელოვნების სკოლაში გაკვეთილებიც ჩაუტარეს, უკვე ცხრა თვეში ხელი მოაწერა კონტრაქტს აგენტთან. (1992 წელს 11 წლის ალბამ დედა დაარწმუნა, წაეყვანა იგი ბევერლი ჰილზში სამსახიობო კონკურსზე, სადაც მთავარი პრიზი იყო უფასო სამსახიობო გაკვეთილები.)

პირველად ეკრანზე 1994 წელს გამოჩნდა ფილმში „დაკარგული ბანაკი“. ფილმისთვის თავიდან ის ორი კვირით აიყვანეს, მაგრამ მისი როლი ორ თვიან სამუშაოდ იქცა. მალევე ჯესიკა ორ სარეკლამო რგოლში გადაიღეს „Nintendo“-სთვის და „J. C. Penney“-სთვის, ასევე ითამაშა რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. მსახიობი ფართო პუბლიკამ უკეთ გაიცნო ამავე წელს ტელეარხ „Nickelodeon“-ის გადაღებულ კომედიურ სერიალში, „ალექს მაკის საიდუმლო სამყაროში“, შესრულებული როლის შემდეგ. 1995 წელს ითამაშა მაიას როლი სერიალ „ფლიპერის“ პირველ ორ სეზონში.

image


ჯესიკა ალბა წლების განმავლობაში იქცევდა ყურადღებას თავისი გარეგნობით და რამდენიმე გამოცემის სიაში მოხვდა იმ დროის ყველაზე მიმზიდველი ვარსკვლავების სიაში. ალბა 2001 წლიდან 2014 წლამდე არაერთხელ მოხვდა Maxim Magazine-ის Hot 100 სიაში. ამის შესახებ მან თქვა: "მე უნდა გავიარო გარკვეული ზომები, რომ სექსუალობა ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო, იმავდროულად მივმართო ადამიანებს იფიქრონ ისე, როგორც მე მინდა." Hollywood.com-ის გამოკითხვა.


image


2000 წელს, სერიალ „ბნელი ანგელოზის“ გადაღების დროს ჯესიკა თავის პარტნიორ მაიკლ უეტერლის ხვდებოდა, როდესაც ალბა 20 წლის გახდა მაიკლმა მას ხელი სთხოვა, რაზეც ჯესიკასგან თანხმობა მიიღო. წყვილზე ხშირად კამათობდნენ ასაკობრივი სხვაობის გამო, რადგან მაიკლი ჯესიკაზე 12 წლით უფროსი იყო, თუმცა ალბა ხშირად აღნიშნავდა ინტერვიუებში, რომ ასაკს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 2003 წლის აგვისტოში წყვილმა ოფიციალურად განაცხადა ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.

2004 წელს „ფანტასტიკური ოთხეულის“ გადაღებებზე, ჯესიკამ კეშ უორენი გაიცნო. ისინი სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო 2008 წლის მაისში შეუღლდნენ. 2008 წლის 7 ივნისს ალბას შეეძინა გოგონა, ონორ მარია უორენი. 2011 წლის 13 აგვისტოს ჯესიკას და კეშს ეყოლათ მეორე ქალიშვილი, ჰეივენ გარნერ უორენი. 2017 წლის ივლისში ჯესიკამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ის და კეში კიდევ ერთ შვილს ელოდებოდნენ, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ოჯახი პირველ ბიჭს ელოდა. იმავე წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ჯესიკას და კეშს ჰეიეს ალბა უორენი შეეძინათ.


image

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0