დღეს სახელმწიფო უნივერსტეტებსა და სკოლებში სწავლა დაიწყო. სავსე იყო ქუჩები სტუდენტებითა და მოსწავლეებით. ყოველწლიურად განსაკუთრებით ლამაზად პირველკლასელები გამოიყურებიან, დაბნეული სახეებითა და ნამძინარევი თვალებით. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო და შესაბამისად ზაფხული უკვე 17 დღეა დამთავრდა, ქალაქში მაინც განსაკუთრებული სიცარიელე იყო, რაც დღევანდელმა დღემ მთლიანად შეავსო. ყველგან შენიშნავდით ხალხმრავლობას, ქუჩებში ტრანსპორტებსა თუ კაფეებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ტრადიციად ქცეული, მიტინგი გაიმართა, თუმცა სამწუხაროდ პირადად ვერ მოვისმინე რას აპროტესტებდნენ. როგორც გადმოცემით გავიგე - გაუმართავ სისტემას. ასევე მაღალი მოლოდინი აქვთ პირველკურსელ სტუდენტებს, რომელთა ცხოვრებაშიც დღეს ახალი ეტაპი დაიწყო. რამდენად მოეწონებათ მათ ეს ეტაპი ამას დრო გვიჩვენებს. ასეა თუ ისე ყველას წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ !
მეორე სემესტრში მივხვდი რომ მწარედ მომატყუეს :დ