საზოგადოება "თეატრმა გარკვეული "სასჯელი" დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო" - იოსებ ხვედელიძემ თუმანიშვილის თეატრი დატოვა 2022, 10 თებერვალი, 0:15
მსახიობი იოსებ ხვედელიძე თუმანიშვლის თეატრს ტოვებს. ამის შესახებ ის ინფორმაციას ფეისბუქით ავრცელებს და წერს, რომ 2017 წლის შემდეგ, თეატრმა "გარკვეული სასჯელი დაუწესა" შეხედულებების გამო, მოხსნა სპექტაკლები, რაც მის ანაზღაურებაზეც აისახა.
"შეიძლება გადაჭარბებულია იმის იმედი, რომ ბოლო მსახიობი ვიქნები, რომელიც თეატრს იმ მიზეზით ტოვებს, რა მიზეზიც გახდა ჩემ შემთხვევაში გადამწყვეტი. 2017 წლის შემდეგ თეატრმა გარკვეული "სასჯელი"დამიწესა ჩემი შეხედულებების გამო. მოიხსნა ყველა ის სპექტაკლი, რაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ფაქტობრივად გამინულდა ხელფასი. ჩარიცხული თანხის ნაწილი იქვითებოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე. წლების განმავლობაში დაზღვევის ფასის ზრდასთან ერთად, ხელზე ასაღები თანხის ოდენობა მცირდებოდა. განახლებული სადაზღვევო პოლისის შემდეგ კი, “დარჩენილმა“ თანხამ შეადგინა მხოლოდ 7 ლარი. დიდი მადლობა თეატრს დზღვევისთვის. ჩემგან დაუსწრებლად სავარაუდოდ ბევრი არგუმენტი გაჩნდა მათი ნაბიჯის გასამართლებლად. 5 წლის განმავლობაში თეატრს არც ერთხელ გამოუთქვამს ჩემთან დიალოგის სურვილი. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ეს სურვილი, რაც განცხადება დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. დიალოგის რესურსს ნამდვილად ვერ ვხედავდი არსებული უსამართლობის გამო და უარი ვთქვი ამ შეხვედრაზე. მოვითხოვე განცხადება შესაბამის დაფაზე განთავსებულიყო. ჩემი წასვლის ნამდვილი მიზეზი მინდოდა გაეგოთ ჩემს კოლეგებს. რა თქმა უნდა ასე არ მოხდა. ამიტომ გიზიარებთ ჩემს განცხადებას. ცხადია აქ არ დასრულდება ამ თემაზე მსჯელობა და ყოველთვის მოძებნიან თავის გასამართლებლად არგუმენტებს. ძალიან მტკივნეული და უიმედოა ამ სამარცხვინო დეტალების ჩამოთვლა. შესაბამისად თავს აღარ შეგაწყენთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ერთად გატარებული წლებისთვის. იმედია სწორად გაიგებთ ამ იძულებითი გადაწყვეტილების მიზეზს", - წერს ხვედელიძე. 55 2-ს მოსწონს
|