x
image
ქეთეონე
გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც 5 დღის წინ ჭაში ჩავარდა(მაროკო)


მაროკოში, 5 წლის ბიჭი, რომელიც 5 დღის წინ ჭაში ჩავარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა ჭიდან ბავშვის ამოყვანა შეძლეს, თუმცა ის მალევე დაიღუპა.

ბავშვი წყლის ჭაბურღილის ვიწრო ღიობიდან 32 მეტრის სიღრმეში იყო. მეწყრის საშიშროება სამაშველო სამუშაოებს სულ უფრო მეტად ართულებდა.


​შემთხვევის დროს 5 წლის ბიჭის მამა ჭას არემონტებდა. "იმ ერთ მომენტში, როცა მას თვალი მოვაშორე, პატარა ჭაში ჩავარდა", - თქვა მან ადგილობრივ მედიასთან.

0
3
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0