x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სილამაზის 25 წესი, რომელიც ყველა გოგონამ უნდა იცოდეს
image


1. ზაფხული — დიდი რაოდენობით კოსმეტიკის ტარების სეზონი ნამდვილად არ არის. მაგრამ, მასზე მთლიანად უარის თქმაც არ არის საჭირო. ერთი, მაგრამ მრავალფუნქციური საშუალების გამოყენებით, შესაძლებელია, მინიმუმ, 3 "კურდღლის ერთად მოკვლა". BB ან CC–კრემი პრაიმერის, ტონალური საფუძვლის და სანსკრინის მოვალეობას, 100% ართმევს თავს.
image2. ყოველთვის დაიტანეთ კოსმეტიკა დატენიანებულ კანზე. იმ შემთხვევაში, თუ დამატენიანებელი კრემი დილით გამოიყენეთ, ხოლო მაკიაჟს დღისით ან საღამოს საათებში იკეთებთ, კრემი კიდევ ერთად დაიტანეთ და დაელოდეთ, ვიდრე მთლიანად შეიწოვება.
3. თქვენთვის შესაფერისი ტონალური საშუალების ტონის შესარჩევად, ამ საშუალების რამდენიმე ვარიანტი ნიკაპის ხაზზე დაიტანეთ. ბუნებრივი განათების პირობებში, შეადარეთ ტონები ერთმანეთს და ის აირჩიეთ, რომელიც უფრო ახლოსა, კისრის კანის ფერთან არის.

4. არ შეგეშინდებათ სახის ოვალის სკულპტურირების. უბრალოდ, შეარჩიეთ სწორი საშუალებები და ისწავლეთ მისი გამოყენება. კონტურირების თანამედროვე პროდუქტები მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება.


image


5. მაკიაჟის გასაახლებლად და კანის გამოსაცოცხლებლად, ტონალურ კრემზე დამატენიანებელი ფლუიდი გადაისვით.
6. თუ ტუბიდან საჭიროზე მეტი კრემი გამოუშვით, ზედმეტი, ფრჩხილის კუტიკულებში შეიზილეთ.

7. ნებისმიერი ტონალური კრემის ტექსტურა უფრო მსუბუქი და ნათელი გახდება, თუ მას ჩვეულებრივ დამატენიანებელს შეურევთ. იმ შემთხვევაში კი, თუ თხევად ბრონზერს დაამატებთ, უფრო მუქი იქნება.
8. კრემისებრი ტექსტურა ტონალურ ფენაზე წაისვით, ხოლო, რასაც ფხვნილის სახე აქვს — პუდრზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, უთანაბროდ "დაჯდეს". ეს განსაკუთრებით ბრონზირებულ პუდრს და რუჟს (რუმიანა) ეხება.

9. კონსილერს, თვალის ირგვლივ ზონისთვის, კრემისებური კონსისტენცია უნდა ჰქონდეს, რომ ნაოჭების ხაზგასმა არ მოხდეს.


image


10. თვალის ქვემოთ კონსილერის დატანისას, ნახევარწრიული კი არა, სამკუთხედის ფორმის უბანი გამოყავით, რომლის სამი წვერო — თვალის კუთხეები და წერტილია, გუგის ქვეშ ორბიტალურ ძვალზე. ასე შედეგი უფრო ბუნებრივი იქნება.
11. თუ არ იცით, რუჟის ადგილის სად არის: შეაერთეთ საჩვენებელი და შუა თითი და ცხვირთან ვერტიკალურად მიიდეთ. ან ზონაში რუჟი არ უნდა მოხვდეს.
image
12.
იმისთვის რომ თვალის ფანქარი დიდ ხანს გაჩერდეს ადგილზე, არჩევანი თხევად ლაინერებზე გააკეთეთ, განსაკუთრებით, waterproof–ის შენიშვნით. ასეთი საშუალება სწრაფად შრება და თვალის მოსრესის შემთხვევაში, ან ბანაობის დროს, არ სცილდება.
13. ვარდისფერი ტუჩსაცხის ასარჩევად, წაისვით ტუჩზე სამი განსხვავებული ტონალობის ზოლი ვერტიკალურად. ის მოგიხდებათ, რომელიც ღრძილების ფერთან, ყველაზე მეტად ახლოს იქნება.
14. წითელი ტუჩსაცხი არჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ ორ მთავარ ნიუანსზე: პირველი — კანის ტონალობაზე. თუ თბილი ტონალობის კანი გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ნარინჯისფერი ქვეტონის ტუჩსაცხი შეარჩიოთ. ხოლო, კანის ცივი ტონალობის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ წითელი და ჟოლოსფერი ტუჩსაცხები შეარჩიოთ. ნეიტრალური წითელი, ყველას ერთნაირად უხდება. მეორე ნიუანსი, რაც გასათვალისწინებელია, — ტუჩსაცხი ვიზუალურად, კბილებს უნდა ათეთრებდეს.


image


15. იმის დასადგენად, თქვენი კანის ტონალობა ცივია, თუ თბილი, მაჯაზე დაიხედეთ. თუ ვენები ლურჯი ან იასამნისფერია, — პირველი ტიპის კანი გაქვთ. ხოლო, თუ უფრო მუქია, მაგ., ყავისფერი — მეორე.
16. ჩვეულებრივ, ექსპერტები ერთხმად გირჩევენ, სპორტდარბაზში კოსმეტიკური საშუალებებზე უარის თქმას. თუმცა, თუ "შიშველი" სახით, თავს არაკომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ, ვარჯიშის დაწყების წინ, კოსმეტიკა მთლიანად არ მოიცილოთ. მაგ., ტუში და თვალის კონსილერი, შეგიძლიათ დაიტოვოთ. მაგრამ, ტონალური კრემით და რუჟით ვარჯიში არ შეიძლება, რადგან ოფლთან შერევისას, აღნიშნული კოსმეტიკური საშუალებები კანის ფორებს ხურავს.
17. არ დაიტანოთ მბზინავი კოსმეტიკა ნაოჭის უბნებზე: ის უფრო შესამჩნევი გახდება.

18. ტუშის დახმარებით, სავსებით შესაძლებელია თვალების ფორმის კორექტირება. თვალები დიდი და ოვალური რომ იყოს, ტუში ზედა და ქვედა წამწამებზე დაიტანეთ. ხოლო, თუ ნუშისებური ფორმის თვალები გინდათ რომ გქონდეთ, ტუში მხოლოდ ზედა წამწამებზე დაიტანეთ.
19. ხშირად, ჩრდილები შეფუთვაზე უფრო მკვეთრი ჩანს და ნაკლებად შესამჩნევია კანზე. სიტუაციის გამოსწორება თვალის თეთრი ფანქრით შეიძლება. საჭიროა ამ ფანქრით ქუთუთოს მთელი ზედაპირის დაჩრდილვა, ხოლო ზემოდან, ჩრდილის დატანა.



image


20. წარბებისთვის ფორმის მიცემისას, ნუ ისწრაფვით სრული სიმეტრიისკენ: წარბები — დები არიან, მაგრამ ტყუპები არა.
21. თუ ცხიმიანი ან შერეული თმა გაქვთ, არ წაისვათ კონდიციონერი თმის ძირებზე: ამით თმა მოცულობას დაკარგავს. ეს საშუალება, მხოლოდ თმის შუა სიგრძიდან წვერებამდე გადაანაწილეთ.
image
22.
თმის კონდიციონერის გამოყენების შემდეგ, თმა გრილი წყლით ჩამოიბანეთ, რომ თმის კუტიკულა დაიხუროს და კონდენციონერის მოქმედების ეფექტი გახანგრძლივდეს.
23. იმისთვის, რომ ლაქმა ფრჩხილზე დიდ ხანს გაძლოს, ლაქის წასმის წინ, ფრჩხილებიდან ცხიმი მოიცილეთ. ამისთვის სპეციალური საშუალება არ არსებობს, შეგიძლიათ ხელი საპნით დაიბანოთ, ან ფრჩხილები სამედიცინო სპირტით გაიწმინდოთ, შეგიძლიათ ასევე, ფრჩხილების გასაწმენდად, ლიმონის წვენიც გამოიყენოთ.
24. იმისათვის, რომ ლაქი უფრო სწრაფად გაშრეს, თითები, მისი წასმის შემდეგ, ცივ წყალში ჩაყავით. თმის ფენი კი, პირიქით, საქმეს არ უშველის, თანაც ფერს გაუფერულებს.
25. არ შეგეშინდეთ სუნამოების შერევა. ეს ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზა არის საკუთარი უნიკალური კომპოზიციის შესაქმნელად.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ

* საინტერესო ფაქტი, დიდი გამოგონებების შესახებ

* ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ლუდმა კაცობრიობა

* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* 7 საიდუმლო ფაქტი ძველი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია

* 7 უძველესი ნივთი, რომელიც გაოცებას იწვევს

* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული

* საინტერესო ფაქტები ქალების შესახებ

0
496
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0