x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
7 უძველესი ნივთი, რომელიც გაოცებას იწვევს
image


გასაოცარია, თუ როგორ განვითარდა ჩვენი სამყარო, გასული ათასწლეულების, საუკუნეების და ათწლეულების მანძილზეც კი! მაგრამ, ბევრად უფრო დაუჯერებელია, ჩვენი შორეული წინაპრების მიერ, საუკუნეების წინ, შექმნილი ზოგიერთი ნივთის არსებობა, რომელიც იმდენად ლამაზი და სრულყოფილია, რომ მხოლოდ გაკვირვებას და აღფრთოვანებას იწვევს. მაგალითისთვის 7 წარმოუდგენელი არტეფაქტი მოგვყავს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების კი არა, შესაბამისი დარგის სპეციალისტების გაოცებასაც იწვევს:

«ჰერკულესის აბჯრის» დეტალები

image


«ჰერკულესის აბჯარი» XVI საუკუნის შუა წლებით არის დათარიღებული. ის საფრანგეთში ერცჰერცოგისთვის (შემდგომში, საღვთო რომის იმპერატორი) მაქსიმილიან II–თვის დაამზადეს. ჯავშანი საოცარი სილამაზის ორნამენტებით არის გაფორმებული, რომელიც სცენებს ასახავს ძველი მითოლოგიიდან. სავარაუდოდ, მას პრაქტიკული დანიშნულება არ უნდა ჰქონოდა და მხოლოდ მფლობელის მაღალ სტატუსზე მიანიშნებდა.


სირაქლემას კვერცხის გლობუსიimage


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გლობუსი სირაქლემას კვერცხზეა ამოტვიფრული და სავარაუდოდ, 1510 წ. არის შექმნილი. ის, ალბათ, ახალი სამყაროს ყველაზე უცნაური ილუსტრაციაა, რადგან იმ დროს გლობუსების დასამზადებლად, ჩვეულებრივ, ხბოს ან სელაპის ტყავს, ან ხეს იყენებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ უნიკალურ გლობუსის ავტორი ლეონარდო და ვინჩის ერთ–ერთი მოსწავლე უნდა ყოფილიყო.



2400 წლის ფეხსაცმელიimage


ალთაის მთებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს, აღმოაჩინეს უძველესი ფეხსაცმელი, რომელიც ადგილობრივი ცივი კლიმატის გამო, შესანიშნავად შეინახა. სავარაუდოდ, ძვ. წ. აღრ. 300-290 წლებში, ასეთი ფეხსაცმელი სკვით ქალებს ეცვათ. მის წარმოებაში, ერთდროულად, რამდენიმე მასალა – ტყავი, ქსოვილი, კალა და ოქროა გამოყენებული. კონკრეტულად ეს ჩექმები, სავარაუდოდ, დამზადებული იყო დაკრძალვის რიტუალისთვის, ან მაღალი წრის წარმომადგენლისთვის, მაგ., ტომის ბელადის მეუღლისთვის ან ქალიშვილისთვის, რომელმაც ჩაცმა ვერ მოასწრო.


ასტრონომიული საათი image


წელს პრაღის ცნობილ საათს 612 წელი (1410 წ.) შეუსრულდა. ის მექანიზებულია და ერთდროულად, მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედების და მზის სისტემის პლანეტების მდებარეობასაც კი აჩვენებს. ის სიძველის მიხედვით, მესამე ასტრონომიული საათია მსოფლიოში. მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე ძველი საათია, რომელიც დღემდე მუშაობს. გარდა ამისა, ეს საათი, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშიც არის.


თოფის სამალავი წიგნიimage


წიგნით შენიღბული იარაღი, ე. წ. «სალოცავი–პისტოლეტი» დამზადებული იყო ვენეციის დოჟის ფრანჩესკო მორისონისთვის (1619-1694 წწ.), სავარაუდოდ, თავდაცვისთვის. მექანიზმი ისე იყო დაპროექტებული, რომ პისტოლეტს გასროლა მხოლოდ მაშინ შეეძლო, როდესაც წიგნი დახურული იყო.


დანა–პისტოლეტი–კალენდარ image


ეს უნიკალური იარაღი და ამავდროულად, კალენდარი XVI საუკუნის შუა წლებში ცნობილმა გერმანელმა გრავიორმა ამბროსიო გემლიჰმა გააკეთა. ის 2 ნაწილისგან შედგება: არის დანის პირი, კალენდრით, რომელზეც თოფის ლულაა დამონტაჟებული.


კალიგულას ბეჭედიimage


განსაცვიფრებელი ცისფერი ბეჭედი, საფირონის ქვიდან არის გამოჭედილი. არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ის, რომის იმპერატორს კალიგულას ეკუთვნოდა, რომელიც ხელისუფლების სათავეში 37 – 41 წლებში იყო. ხოლო, ქალის სახის გრავიურა, რომელიც ბეჭედზე არის, სავარაუდოდ, მის მეოთხე ცოლს მილონია კესონის უნდა იყოს.

imageimageimageimageimageimageimage







0
918
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0