x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 ფაქტი დეოდორანტებზე, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

დეოდორანტი – არა მარტო ქალბატონების კოსმეტიკის, მამაკაცების პირადი ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია და მის შესახებ, თითქმის ყველამ ყველაფერი იცის – როგორი სახეობები არსებობს, რომელი უნდა ავირჩიოთ... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, მხოლოდ «აისბერგის წვერი» ყოფილა. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი, ჩვენი ყურადღების მიღმაა დარჩენილი.


imageimageშროშანის სურნელი, ზღვის ბრიზი, ცოცხანი… ბურთულიანი, სპრეი, გელი… «24 სთ-ს მოქმედების», «48 საათიანი ეფექტი»… კოსმეტიკური განყოფილების თაროზე დეოდორანტების რაოდენობის და მრავალფეროვნების გამო, შეიძლება ადამიანს თავბრუ დაეხვას. ამასთან, შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება, რადგან საქმე მხოლოდ სასიამოვნო არომატს კი არა, ადამიანის ჰიგიენურ რეპუტაციას (არავის უნდა სამუშაოზე, შეხვედრაზე ან წვეულებაზე, იღლიის არეში, დალაქავებული სამოსით მისვლა) და ხან, ჯანმრთელობასაც კი ეხება.



დეოდორანტები


1. დეოდორანტი – პროდუქტია, რომელიც ოფლის სუნს აქრობს. ანუ მას მხოლოდ არასასიამოვნო სუნის მოცილება შეუძლია. ხოლო, ოფლის დენაზე და სისველეზე, არანაირად არ მოქმედებს. როგორც წესი, დეოდორანტების შემადგენლობაში ან არომატული ნივთიერებები შედის, რომელიც ოფლის სუნს ნიღბავს ან ბაქტერიოციდური ნივთიერება (სპირტი, ტრიკლოზანი), – რომელიც ბაქტერიების ცხოველმოქმედების ფუნქციას ახშობს. ხან მწარმოებლები არომატიზადტორებს და ანტიბაქტერიულ დანამატებს ერთდროულად იყენებენ.

2. დეოდორანტის ეფექტი მოკლევადიანია (მაქსიმუმ 6-8 საათი) და საკმაოდ სუსტიც არის და დეოდორანტებით სარგებლობა დღეში რამდენჯერმე შეიძლება.

image

ადამიანის ოფლს არანაირი სუნი არ გააჩნია. იღლიის არეში ცუდი სუნის მიზეზი ბაქტერიებია, რომლებიც ადამიანის ოფლით იკვებებიან. სუნი სწორედ მათ მიერ გამოყოფილ ცხოველმოქმედების პროდუქტს აქვს.


ანტიპერსპირანტები


3. თუ ხედავთ, რომ ოფლის საწინააღმდეგო საშუალების შეფუთვაზე «ანტიპერსპირანტი» აწერია – მაშინ თქვენ წინ ნივთიერებაა, რომელიც სისველეს აქრობს (ზღუდავს ოფლის გამომუშავებას აპოკინის ჯირკვლებში). რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოხმარების შემთხვევაში, არც სისველე და არც სუნი არ იქნება – თუ ოფლი არ არის, ბაქტერიას გადასამუშავებელიც არაფერი ექნება.

4. ანტიპერსპირანტს ასეთი სუპერთვისებები, მასში შემავალი ალუმინის და თუთიის მარილების წყალობით აქვს. ეს ნივთიერებები ოფლის ჯირკვლებში აღწევს, უერთდება იქ არსებულ სითხეს, მას გელის მსგავს ნივთიერებად გარდაქმნის, რომელიც სადენში ვეღარ მოძრაობს და ჯირკვალში რჩება.image

თანამედროვე, პატივსაცემი რეპუტაციის მქონე ბრენდები არ იყენებენ ალუმინის ქლორიდს, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს. უფრო ხშირად გამოიყენება ჰიდროქლორიდები, ჰიპოქლორიდები ან ლითონების ორგანული მარილები.

image5. გაითვალისწინეთ, ანტიპერსპირანტი შემდეგი ფორმულით მუშაობს: «რაც უფრო ეფექტურია – მით უფრო დიდია მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახის მარილების კონცენტრაცია». მაგ., ბურთულიან ანტიპერსპირანტში, რომელსაც შეფუთვაზე «48 საათი» აწერია, მარილების რაოდენობა 20-25%-ია, რაც კანის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ითვლება.

6. თუ უპირატესობას «ფართო მოქმედების» ანტიპერსპირანტებს (ოფლისგან და უსიამოვნო სუნისგან დაცვა, შემახორცებელი და დასვრის საწინააღმდეგო ეფექტი) ანიჭებთ, მაშინ ისეთი საშუალება უნდა მოძებნოთ, რომელშიც არ იქნება ალუმინი, სპირტი და პარაბენი. სამაგიეროდ იქნება ბუნებრივი წარმოშობის მინერალური ნივთიერებები (მაგ., მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ქლორი, ჰიდროკარბონატი) და ვიტამინები (მაგ., პანთენოლი).


«Bio», «Organic»


7. საშუალება, რომლის შეფუთვაზე მოცემულია «Bio» ან «Organic» აღნიშვნა, მეტწილად, დეოდორანტია. ეთერზეთების პარფიუმერული კომპოზიცია საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე არასასიამოვნო სუნისგან იცავს კანს. მაგრამ ასეთი საშუალებები სიმშრალეს არ უზრუნველყოფს.

8. თითქმის ყველა «Bio», «Organic» და «სუპერ ნატურალურ» საშუალებას შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა. სამწუხაროდ, ეს გარკვეული სახის ეთერზეთებზე ორგანიზმის (ინდივიდუალური) რეაქციაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნივთიერებებს ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობაც მოაქვს.

9. ბუნებრივი საშუალებების დამფასებლები, ალბათ იმედგაცრუებულნი იქნებიან, მაგრამ ალუმინის კალიუმის სულფატის კვარცი – ე. წ. «ბუნებრივი ქვები», იგივეა, რაც ალუმინის მარილი, რომელიც ანტიპერსპირანტის შემადგენლობაში შედის.

image

სამწუხაროდ, ჰიპოალერგიული საშუალებები ნატურალური თითქმის არასდროს არის. მაგრამ, აქ პრიორიტეტის განსაზღვრა შეიძლება: ან უსაფრთხოება და ქიმია, ან ნატურალური და შესაძლო ალერგია.


ოფლის საწინააღმდეგო «სპეციალური» საშუალებები


10. არსებობს ანტიპერსპირანტები, რომლებიც ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობა) შემთხვევაში გამოიყენება. ჩვეულებრივ, ეს მალამოს ან მყარი ტექსტურის მქონე საშუალებებია და ზოგიერთის გამოყენება მხოლოდ იღლიის არეებისთვის კი არა, ხელის გულების და ფეხის ტერფებისთვისაც შეიძლება.

11. ასეთი პროდუქტისთვის ტექსტურას თითქმის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა საშუალება დიდი რაოდენობით ალუმინს შეიცავს. შეფუთვა მხოლოდ მოხმარების ხელსაყრელობას განსაზღვრავს. მაგ., მალამოს განაწილება ადვილია ხელზე და ფეხზეც, ხოლო ბურთულა ან მყარი ტექსტურის საშუალება, ნაოჭებში არ ჩადის და «არატიპური» ადგილებისთვის ნაკლებად მოსახერხებელია. ამ ჯგუფის საშუალებებს შორის, სპრეი წარმოდგენილი არ არის.


ტექსტურა


12. სპრეი ეფექტურობით, ყველაზე სუსტი და მოკლევადიანი საშუალებაა (საქმე იმაშია, რომ ასეთ ტექსტურაში დიდი რაოდენობით მოქმედი ნივთიერების დამატება არ შეიძლება). სამაგიეროდ, ის არ ისახება სამოსზე, სწრაფად შრება და არომატიც დიდხანს ძლებს.

image

სპრეის გამოყენება რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს სასუნთქ ორგანოებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის სახიფათოა მგრძნობიარე კანის მქონე და ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. ხოლო, მხედველობის პრობლემის შემთხვევაში, სპრეის გამოფრქვევის დროს, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

image

13. ბურთულებიანი ოფლის საწინააღმდეგო საშუალება პოპულარულიც არის და ეფექტურიც. ამასთან, მისი მოქმედება სამოსზე არ აისახება, ჩაცმამდე, მისი კანზე დატანის შემდეგ, კარგად გაშრობის შემთხვევაში. ამასთან, გაყიდვაში უამრავი ჰიპოალერგიული საშუალებაა – სპირტისა და ეთერზეთების გარეშე.

14. ოფლისგან საიმედო დაცვაა კრემის და გელის ტექსტურის მქონე საშუალებებიც, რადგან კანზე დატანის შემდეგ, მასზე აპკი ჩნდება. თუმცა, მისი გამოყენებისას, სიფრთხილის გამოჩენაც აუცილებელია – ზომიერების დაცვაა საჭირო.

image

კანზე ჭარბი რაოდენობის დატანის შემთხვევაში, სამოსზე რთულად მოსაცილებელი ლაქა გაჩნდება. გარდა ამისა დიდი რაოდენობით გელი არაესთეტურად გამოიყურება.


შერჩევის ნიუანსები


15. შერჩევა ინდივიდუალური აუტანლობის ფაქტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, მაგ., თუ ადამიანს ალერგია აქვს ფორთოხალზე, მაშინ არც ციტრუსის კომპონენტიანი დეოდორანტი უნდა შეიძინოს.

16. შეძენისას, უპირატესობა იმ საშუალებას უნდა მიენიჭოს, რომელშიც სპირტი არ შედის ან მის შემადგენლობაში, მცირე რაოდენობით არის. იგივე ეხება, ტრიკლოზანს, ლიმონის ან ციტრუსის მჟავეებს (ამ ნივთიერებების დიდმა რაოდენობამ, შეიძლება მიკროფლორის მყიფე წონასწორობა დაარღვიოს).

17. ყურადღება იმასაც უნდა მიექცეს, რომ ოფლის საწინააღმდეგო საშუალება არ შეიცავდეს წებოვან და კომედოგენურ (ლანოლინი, მინერალური ზეთები, და ვაზელინი) კომპონენტებს, რომელიც კანის ფორებს ავსებს და ანთებას იწვევს.


მოხმარების წესი


18. დეოდორანტის გამოყენება დღეში რამდენჯერმე შეიძლება, ისე როგორც ტუალეტის წყლის. ის ბაქტერიულ დანამატებს არ შეიცავს და ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა.

19. სპირტის და ტრიკლოზანის ბაზაზე დამზადებული საშუალებების ხშირად გამოყენება არ შეიძლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ალუმინის მარილს არ შეიცავს, შეუძლია მიკროფლორის დისბალანსი ან კანის სიმშრალე გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, ასეთი ანტიპერსპირანტების გამოყენება, დღეში ერთხელ შეიძლება. თუმცა, აუცილებლად უდა მოხდეს მწარმოებლის რეკომენდაციის გათვალისწინება. არის ისეთი საშუალებები, რომლის მოხმარება მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიძლება.

image

საშუალება, რომელზეც «48 საათის» ან «72 საათის» ეფექტურობაა მითითებული, ექსტრემალურ სიტუაციაში, მართლაც იცავს სხეულს არასასიამოვნო სუნისგან, მაგრამ მოხმარების მომენტიდან, რაც უფრო მეტი დრო გადის, ეფექტი უფრო სუსტდება.

image

20. ნებისმიერი ანტიპერსპირანტის დატანა სუფთა და მშრალ კანზე ხდება ანუ შხაპის შემდეგ, 5 წუთის შემდეგ კი არა, მინიმუმ 30 წუთის შემდეგ, იდეალურ ვარიანტში 1 საათის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტს არანირი ეფექტი არ ექნება. სასურველია ამ საშუალების გამოყენება საღამოს საათებში მოხდეს, რადგან დღე-ღამის ამ მონაკვეთში, ადამიანი ყველაზე ნაკლებად ოფლიანობს.

imageimageimageimageimageimageimage






0
284
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0