x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საინტერესო ფაქტი, დიდი გამოგონებების შესახებ
მაცივარი, ლუდის გასაციებლად შეიქმნაimage


ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე მაცივრის გამომგონებელი (რომელიც კომპრესორზე მუშაობდა და არა ეთერზე), შოტლანდიელი ჟურნალისტი ჯეიმს ჰარისონი, 1857 წლიდან მოყოლებული, სამრეწველო ლუდსახარშში, მას სწორედ ამ მიზნისთვის იყენებდა.


ტეკილით ბრილიანტის გაკეთება შეიძლება
image


მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხავიერ მორალესმა, ლუის აპატიგამ და ვიქტორ კასტანომ შენიშნეს, რომ 40 გრადუსიან ტეკილას აქვს ეთანოლისა და წყლის იდეალური თანაფარდობა, სასმელიდან ალმასის მისაღებად. მათ ტეკილა ააორთქლეს, ხოლო შემდეგ, ორთქლი 760 გრადუსამდე გაახურეს. შედეგად, ალმასის აპკი მიიღეს, რომელიც 100–დან – 400–მდე ნანომეტრის დიამეტრის კრისტალებს შეიცავდა, თან ყოველგვარი მინარევების გარეშე.


ნაძვის ხის წვიმას თავდაპირველად ვერცხლისგან აკეთებდნენimage


ნაძვის ხის წვიმა პირველად, XVII საუკუნის დასაწყისში, ნიურნბერგი გამოჩნდა. მდიდარი ადამიანები ნაძვის ხის მოსართავად «ნამდვილი ვერცხლის თხელ ძაფებს იყენებდნენ, რომელიც ლამაზად ირეკლავდა, ასევე ტოტებზე მოთავსებული სანთლების შუქს». ხოლო, რადგან ვერცხლი, იმ დროს, ძალიან ძვირი ღირდა, მსგავსი მოსართავის ოჯახში არსებობა, მის სიმდიდრეზე მიანიშნებდა.


სტეთოსკოპი მორცხვობის გამო გამოიგონესimage


მოსმენა-დაკვირვებისთვის საჭირო მოწყობილობა ფრანგმა ექიმმა რენე ლაენეკმა 1816 წელს გამოიგონა, რადგან ქალის მკერდზე ყურის მიდების ერიდებოდა.


ხელოვნური ნაძვის ხე ტუალეტის ჯაგრისების მწარმოებელ კომპანიაში გამოიგონეს
image


და ის იმავე მოწყობილობაზე დაამზადეს, რაზეც ჯაგრისებს ამზადებდნენ.


ფრედრიკ ჯ. ბაური ისე ამაყობს თავისი გამოგონებით, რომ მასში დამარხვა ისურვა
image


ბაური, 2008 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა და შვილებმა ეს სურვილი შეუსრულეს — მისი ფერფლი ორად გაყვეს და Pringles–ის კოლოფებში ჩაყარეს.


კოქტეილი იმისთვის გამოიგონეს, რომ ყალბი ალკოჰოლის გემო შეენიღბათimage


აშშ–ში, კოქტეილები «მშრალი კანონის» დროს გამოჩნდა. ალკოჰოლური სასმელების ფარული წარმოებით და რეალიზაციით დაკავებული პირები, სასმელში მკვდარ ვირთხებს ათავსებდნენ, ბურბონის დამახასიათებელი სუნის იმიტირებისთვის. მაგრამ ექსპერიმენტი ყოველთვის წარმატებით არ სრულდებოდა... მაშინ, ბარმენებმა უსიამოვნო სუნის და გემოს შენიღბვის მიზნით, მასში სხვა სასმელების დამატება დაიწყეს.


image



imageimageimageimage




0
451
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0