x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა ლუდმა კაცობრიობა

კატაკლიზმის გაგება, ძალიან გავრცელებული, თითქმის, ყველა მითოლოგიაში და რელიგიაში. ეს, როდესაც ღმერთმა ან ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ კაცობრიობა მათ აღარ ემსახურება და ამიტომ, მათი განადგურების ბრძანება გასცეს.

მსგავსი კონცეფცია ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაშიც არის. «ზეციური ძროხის წიგნში», რომელიც რამსეს VI სამარხში, პაპირუსის ფრაგმენტებზე აღმოაჩინეს და აღადგინეს, მოთხრობილია ამბავი, ადამიანების განადგურების მცდელობის შესახებ, რომლებიც მზის ღმერთის რას წინააღმდეგ აჯანყდნენ.


image


გარდა ამისა, ეს მითი ტუტანხამონის, სეთი I და რამსეს II სამარხის კედლებზეც ეწერა. ძველი ეგვიპტური მითის თანახმად, ადამიანები მზის ღმერთის, რას ცრემლისგან შექმნეს, რომელიც ადრე დედამიწაზე ცხოვრობდა და თავის სამეფოს საუკუნეების მანძილზე მართავდა.

imageთუმცა, როდესაც რა მოხუცდა, ადამიანებმა თაყვანისცემა შეწყვიტეს და უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ აჯანყდნენ – სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს. ადამიანების მხრიდან, ამგვარმა ქმედებამ, ბუნებრივია, რა განარისხა და მან სხვა ღმერთებთან, საიდუმლო საბჭო მოიწვია. ნუნმა (რას მამა ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში) გაამართლა რას რისხვა და საბჭოს კაცობრიობის დასჯა შესთავაზა. ამ მისიის შესრულება კი, რას ქალიშვილს, ქალღმერთ ჰატჰორს დაევალა.

რას კატაკლიზმის ისტორიის მიხედვით, ერთ საღამოს, ის ადამიანებს ლომის სახით მოევლინა და მათი დახოცვა დაიწყო – კლავდა ყველას, ვისაც გადაეყრებოდა... თან, მოკლული ადამიანების სისხლს სვამდა.

ასეთ დაუოკებელი მრისხანების გამო, ჰატჰორს მთელი კაცობრიობის ამოწყვეტა შეეძლო, რაც რას არ უნდოდა, რადგან მას ადამიანების მართვის სურვილი ჯერ კიდევ ჰქონდა. ამიტომ, ქალღმერთის შესაჩერებლად, რამ მისი მოტყუების გეგმა შეიმუშავა:

მან თავისი ერთგული მიმდევრების დახმარებით, დიდი რაოდენობით ლუდი წითელ საღებავს და ბროწეულის წვენს შეურია, რომ სისხლის მაგვარი სითხე მიეღო. შემდეგ, 7 ათასი დოქი ლუდი იმ მინდორზე დაღვარა და მთლიანად დატბორა, სადაც ჰატჰორი უნდა დაბრუნებულიყო და ხოცვა გაეგრძელებინა.

მომდევნო დღეს, როდესაც ჰატჰორი დაბრუნდა, რომ კაცობრიობის დარჩენილი ნაწილიც გაენადგურებინა, სისხლის დიდი გუბე დაინახა. მან იქიდან სისხლის სმა დაიწყო, ვიდრე იმდენად არ დაითრო, რომ ვეღარ გაიხსენა, თუ იქ რისთვის გაგზავნეს. ხოლო, როდესაც უკან დაბრუნდა, არაერთი დღე, გადაბმულად ეძინა.

ამ მითის შედეგად, საუკუნეების მანძილზე, კაცობრიობის ხსნის პატივსაცემად, ჰატჰორის და სეხმეტის დღესასწაულებზე, ეგვიპტელები ლუდს სვამდნენ, რომელშიც ბროწეულის წვენი იყო გარეული. დღესასწაული ასევე დაკავშირებული იყო ნილოსის წყალდიდობასთან. რომელიც ყოველწლიურად, სისხლისფრად იფერებოდა, რადგან წყალს სილა დინების ზემოთ გადაჰქონდა.

imageაშკარაა, რომ რა და ძველი ეგვიპტური მითოლოგიის სხვა ღმერთები, ოდესღაც, დედამიწაზე, ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ და მათ მართავდნენ... და ეს ახალი კონცეფცია კი არა, წლების წინ, არაერთი მეცნიერის თუ ალტერნატიული მკვლევარის მიერ გამოთქმული თვალსაზრისია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაიძულებს იმაზე დავფიქრდეთ, მართლა არსებობდნენ თუ არა, ეგვიპტის ღმერთები? და თუ არსებობდნენ, ვინ იყვნენ ისინი და რაში მდგომარეობდა მათი ჭეშმარიტი როლი და დანიშნულება?

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ რა, ერთ-ერთი უძველესი ღვთაება, ძველ ეგვიპტურ პანთეონში, სინამდვილეში, უცხოპლანეტელი იყო. მართლაც, რა ხშირად არის გამოსახული, ცაში მცურავ «მზის ნავში». უძველესი ადამიანებისთვის, რომლებსაც არასდროს უნახავთ მოწინავე ტექნოლოგიები, არსება, რომელსაც შეუძლია ცაში კოსმოსური ხომალდით გადაადგილება, რა თქმა უნდა, «ღმერთი» იქნებოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* 7 საიდუმლო ფაქტი ძველი ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია

* 7 უძველესი ნივთი, რომელიც გაოცებას იწვევს

* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული

* 38 დღე შუა ოკეანეში – გადარჩენის უჩვეულო ისტორია

* მსოფლიო სილამაზე და საოცრებები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* საინტერესო ფაქტები ქალების შესახებ


0
268
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0