x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამიტომაც, ვაპიპინებთ და ვაპიპინებთ ქართველები ყველგან, ყოველთვის, მუდამ, განუწყვეტლივ!" - ბაკურ სვანიძე

image

"არ არსებობს მსოფლიოში სხვა ხალხი, რომელიც ავტომობილს მოფერებით "პ ი პ ი ა ს" ეძახდეს! ე თ ნ ო ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ი ს ყველაზე კარგი საკვლევი
საგანი - ავტომობილების ს ი გ ნ ა ლ ი ა! აი, დილით, ჩემი სახლიდან ცოტა მოშორებით მდებარე მარკეტში წავედი მ ა ნ ქ ა ნ ი თ... სხვა დროს ფეხით მივდივარ ხოლმე, ახლა ს ი ც ი ვ ი ს გამო მანქანა გამოვიყენე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ მანძილი არც ისე შორია, ფეხით მიდი-მოდის მაქსიმუმ 20 წუთი უნდა... ჰოდა, აი, ამ სავალზე, მინიმუმ რ ვ ა სხვადასხვა მანქანამ დამისიგნალა აბსოლუტურად უმარტივეს სიტუაციებში. რიგ შემთხვევებში, ისედაც ვიზამდი იმას, რასაც ჩემგან სიგნალით "მოითხოვდნენ" და უმეტესად, უბრალოდ ვერ გავიგე რატომ აძლევდნენ სიგნალს, რას უნდოდათ? ჰოდა, უცებ დავფიქრდი - მანქანის სიგნალი, ანუ "პიპინი" ქართველებისთვის ერთგვარი ს ა კ რ ა ლ უ რ ი მნიშვნელობისაა თავიდანვე!

აბა, დაუკვირდით, მსოფლიოში რომელიმე სხვა ქვეყნის ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ეძახიან ავტომობილს "პ ი პ ი ა ს"? არა! "ტაჩკა" "ფურა" "კალიოსკი" და ა.შ. ანუ რაღაც გადაადგილების საშუალებასთან ასოცირდება მანქანა! აი, ქართველი ბავშვი კი, რომ ჩაგიჯდება მანქანაში, წავიდეთ გავისეირნოთო კი არ გეტყვის, არამედ - "დ ა მ ა პ ი პ ი ნ ე ბ ი ე ო!" - გთხოვს აუცილებლად!

თამაშის დროსაც, ქართველი ბავშვი დაატარებს ხელით თავის სათამაშო მაქანას და გაიძახის "პიპიიიი პიპიიიი" ანუ ავტომობილი პირველ რიგში რატომღაც "პიპინთან" ასოცირდება და არა სადმე წასვლა-წამოსვლასთან... მართლა არ მახსენდება, რომელი ხალხი მსოფლიოში ავტომობილს მოფერებით სახელად "პიპიას" ეძახდეს...

ჰოდა, აკი, თქვა კიდეც ე გ ზ ი უ პ ე რ მ ა - ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო! აი, ასე, მოვდივართ და "მოვაპიპინებთ" ქართველები ჩვენს ბავშვობაში ნაოცნებარ "პიპიებს"... შეიძლება ყველამ ზუსტად ის "პიპია" ვერ შევიძინეთ, რომელიც გვსურდა, მაგრამ მაინც ხომ "პიპიაა"? მაშ, რა აზრი აზრი აქვს ბავშვობაში ამდენ საკუთარი ხმით "ნაპიპინებს" თუ ეს ბავშვობის დროინდელი "პიპინის" დაუოკებელი სურვილი ჩვენს უკვე "მართალ პიპიებზე" არ ავისრულეთ????

ამიტომაც, ვაპიპინებთ და ვაპიპინებთ ქართველები ყველგან, ყოველთვის, მუდამ, განუწყვეტლივ! წითელ შუქნიშანზეც კი, რომ ვდგავართ, მაინც ვაპიპინებთ... ვინც არ გვიცნობს ქართველებს, ეს პიპინი აგრესიის გამოხატულება ჰგონია და უკვირს... მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენთვის უბრალოდ ჩვენს ბავშვობაში დაბრუნება, გართობა და უწყინარი თამაშია... დ ი ლ ა პ ი პ ი ი ი ი პ მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა ქართველებო!"წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე
image

ასევე იხილეთ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თეა შაყულაშვილი საინტერესო ისტორიას ავრცელებს სოციალური ქსელით: "კი, ასეა, ვერასდროს დაამცირებ სხვას ისე, რომ თავად შენ, მეტად დამცირებული არ დარჩე." "1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალ...
დე, დღეს გცალია? მეტყვის ჩემი ქალიშვილი და უკვე ვიცი ბავშვები უნდა რომ დამიტოვოს, . ან დღეობაზე მიდის, ან რესტორანში, ან საყიდლებზე, ანდა სულაც შილაკი აქვს გასაკეთებელი. პანდემიამდე ჯერ ბილეთს იყიდდა და მერე შემოგვაპარებდა წყნარად სად და რამდენი ხნით აპირებდა გაფრენას. შეერგოს,
მთელი ორი წელი ვხვდებოდი ნიკას, შეყვარებულები ვიყავით და ყოველთვის იმას უსვამდა ხაზს, რა შეგნებული დედა ჰყავდა და რომ მამას და დედას, უაზროდ უყვარდათ ერთმანეთი. მეც ასე მეგონა, სანამ მათ ოჯახში არ შევდგი ფეხი. პირველივე დანახვისას დედამთილმა ცხვირი აიბზუა, სიმაღლე და წონა ......
მეგობრებო! მაგარ შ ა რ შ ი ვ ა რ და მირჩიეთ რამე...მ ე ზ ო ბ ე ლ ი დამადგა თავზე ამ დილით - ფული უნდა გ ა ს ე ს ხ ო ო! არ მინდა თქო - ვუთხარი, შარშან რაც მასესხე ჯერ ის ვერ ჩამისესხებია და ახლა კიდევ ახალი ვ ა ლ ი არ მინდა, აგერ რაღაც პატარა საქმე დავძარი, პ რ ო ც ე ნ ტ ე ბ ს ხომ გიხდი უკვე და მაცალე, ჯერ ისგადაგიხა...
"ავღანეთის აეროპორტის ვიდეოა გაზიარებული, ტირილი, ჯგლეთა, ქალები, ბავშვები...გარბიან და ქართველი ემიგრანტების კომენტარები...აქ რას მოეთრევიან ( ევროპა, ამერიკა), აზიურმა ქვეყნებმა შეიფარონ, აქ არ გვჭირდებიან, წაგვლეკ
0
344
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0