საზოგადოება რამდენმა რუსმა დატოვა ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ და რომელი ქვეყნების მიმართულებით? 1 ნოემბერი, 9:49 პირველი ტალღა პირველი ტალღის დროს, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ტექნიკური მუშაკები ქვეყნიდან გაიქცნენ. მარტში, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დააწესა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა რუსული სამხედრო ოპერაციის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებისათვის. 2022 წლის მაისისთვის, 2000-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალი სამხედროების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის "გავრცელების" გამო . ვორონეჟის ოლქის საკანონმდებლო ასამბლეის წევრმა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან ნინა ბელიაევამ განაცხადა, რომ იგი გაიქცა რუსეთიდან სისხლის სამართლებრივი დევნისა და პატიმრობის მუქარის გამო, რადგან დაგმო ომი: „მივხვდი, რომ სჯობდა. დავტოვო ახლავე ქვეყანა. სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენის შემდეგ შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს“. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან წასულებს შორის იყვნენ პოპ-მომღერალი ალა პუგაჩოვა და კომიკოსი მაქსიმ გალკინი, ტელეჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი, დიპლომატი ბორის ბონდარევი, პოლიტიკოსი და ეკონომისტი ანატოლი ჩუბაისი, ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი, რეპერი Oxxxymiron, აქტივისტი დიანა ისაკოვა, თეატრის რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი, პოლიტიკური აქტივისტი მაქსიმ კაცი, ყოფილი მედესანტე პავლე ფილატიევი, პოლიტიკური აქტივისტი ლევ პონომარევი, რეივ ჯგუფი Little Big, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი გრიგორი სვერდლინი, რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი, როკ-მუსიკოსი ზემფირა, მსახიობი რენატა ლიტვინოვა, ჟურნალისტები იური დუდი და ანდრეი ლოშაკი, მწერალი ლუდმილა ულიცკაია, კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი, ლიტერატურათმცოდნე გალინა იუზეფოვიჩი და სხვები. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის ომთან დაკავშირებით 4000-ზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული „ყალბი ამბების“ კანონით. რუს ჟურნალისტ მარია პონომარენკოს მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მარიუპოლის თეატრზე საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის. 2022 წლის თებერვლიდან მინიმუმ 1000 რუსმა ჟურნალისტმა დატოვა რუსეთი. მეორე ტალღა მეორე ტალღა აშკარა გახდა 2022 წლის ივლისისთვის და ეს ტალღა ძირითადად შედგებოდა საშუალო და მაღალ შემოსავლიანი ადამიანებისგან და მშობლებისგან, რომლებსაც მეტი დრო დასჭირდათ ემიგრაციის მომზადებისათვის, მაგალითად; ბიზნესის მქონე პირები ან ადამიანები, რომლებსაც შვილების სასწავლო წლის დასრულებას დაელოდნენ. მესამე ტალღა მას შემდეგ, რაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა 2022 წლის 21 სექტემბერს, დაიწყო რუსეთიდან ემიგრაციის მესამე ტალღა, საიდანაც, სავარაუდოდ, ასობით ათასი მამაკაცი გაიქცა. გამოცხადებიდან პირველ კვირაში 98000 რუსი გაიქცა ყაზახეთში. მარტო 24 სექტემბერს 8500-ზე მეტი რუსი შევიდა ფინეთში სახმელეთო გზით, რაც 62%-ით გაიზარდა წინა შაბათთან შედარებით. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს საზღვარზე რუსული მანქანების კოლონა გადაჭიმული იყო 30 კილომეტრზე მეტ მანძილზე“, ხოლო კოსტანისა და დასავლეთ ყაზახეთის რეგიონების მოსაზღვრე საგუშაგოებზე „მანქანები ისეთ გრძელ რიგში იყო გადაჭიმული, რომ თვალს ვერ მიაწვდენდი" მხოლოდ ამ მესამე ტალღის დროს 27 სექტემბრისთვის რუსეთი თითქმის 300 000 მოქალაქემ დატოვა, ხოლო 4 ოქტომბრისთვის მათი რიცხვი 400 000-ს მიუახლოვდა წინასწარი შეფასებით, 700 000 რუსმა გაიქცა მას შემდეგ, რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა . ბევრი წავიდა ყაზახეთში, სერბეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საქართველოსა და ფინეთში. მიმართულება რუსეთის მოქალაქეების მიერ არჩეულ მიმართულებებს შორის არის თურქეთი, სადაც 100000-ზე მეტი რუსი ეძებს ბინადრობის ნებართვას, ბევრი მათგანი ანტალიაში გაფრინდა თურქეთის ავიახაზებით. დიდი რაოდენობით მიიღეს საქართველომ და სომხეთმაც. აპრილის დასაწყისში დაახლოებით 100 000 რუსი გაიქცა საქართველოში და 50 000 სომხეთში. 2022 წელს სერბეთში რეგისტრირებული იყო რუსეთის 104 ათასი მოქალაქე. ლათინურ ამერიკაში, 2023 წლის იანვრისთვის, არგენტინამ მიიღო 5000-ზე მეტი ორსული რუსი ქალი, რომლებმაც აირჩიეს მშობიარობა იქ ვიზის მიღების სიმარტივის, ახალშობილებისთვის ავტომატური მოქალაქეობის და უფასო სამედიცინო დახმარების გამო. 2023 წელს არგენტინაში შევიდა 37 700 რუსი, ხოლო 2024 წლის პირველ სამ თვეში - 13 000; მათგან 3750 მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა. სხვა ძირითადი მიმართულებებია აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ესპანეთი, ისრაელი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, კანადა და შეერთებული შტატები. მთლიანად დაახლოებით 2, 5 მილიონმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. საქართველო რა თქმა უნდა ცალკე უნდა გამოვყოთ საქართველო. უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოში რუსეთის დაახლოებით 200 000 მოქალაქე შემოვიდა, აქედან 60 000 დარჩა ქვეყანაში, დანარჩენებმა კი თურქეთისა და სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. მიგრაციის პიკი რუსეთში მობილიზაციის პერიოდში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას და ქართული ლარის სტაბილურად გამყარებას. თუმცა, რუსების ჩამოსვლამ ასევე გამოიწვია თბილისში ქონების ფასების ზრდა; 2022 წლის ნოემბერში უძრავი ქონების საშუალო ფასები 210%-ით მეტი იყო, ვიდრე 1 წლის წინ. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ რუსი მიგრანტები, ხშირად შეძლებულები, მზად იყვნენ ბევრად უფრო მაღალი თანხები გადაეხადათ ბინებში, ვიდრე ქართველებს. ზოგიერთი ადგილობრივი ქართველისთვის ქირა ხელმისაწვდომი აღარ იყო, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა რუსებსა და ქართველებს შორის არსებულ დაძაბულობას, რომელიც გამოწვეული იყო ბოლო რუსეთ-საქართველოს ომით და საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებით. დაძაბულობის სხვა მიზეზებია რუსი მიგრანტების აგრესიული ქცევის შემთხვევები, მათ რუსულ ენაზე საუბრის და რუსული რუბლით გადახდის მოთხოვნით.ასევე მანქანებზე Z ნიშნებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევების მცდელობა, რამაც ქართულ მოსახლეობაში აგრესია გამოიწვია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთიდან გამოქცეულების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების წინ წასული ეთნიკურად ქართველები არიან, (ან საქართველოში დაბადებული სხვა ეთნიკური წარმომადგენლები)რომლებსაც ძირითადად ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. 2023-2024 წლებში რუსების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა, (თითქმის 70%)მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა მთავარი აქაური ფასებია. “ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომაც ვტოვებთ საქართველოს, არის ის, რომ გვსურს საკუთარ მეგობრებთან, ნათესავებსა და ოჯახთან უფრო ხშირი კავშირი გვქონდეს, რაც ომის დაწყების შემდეგ ნამდვილად არ გახლავთ მარტივი ჩვენთვის. ასევე საქართველოში ცხოვრება ჩვენთვის უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთში”. “ზოგიერთი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ აქ ბინების ფასი ძალიან ძვირია და ზოგი რუსეთში დაბრუნდა, ზოგიც კი მაგალითად, სერბეთში გადავიდა საცხოვრებლად”. რუსეთის მოქალაქეების გადინება უმალ აისახა უძრავი ქონების ბაზარზეც.მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები ბინებზე და ქირაზე. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რუსები საკმარისად ვერ ადაპტირდნენ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მათ ამოეწურათ რესურსები და სწორედ ამიტომ მოუწიათ საქართველოს დატოვება. 145 2-ს მოსწონს
|