x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვინც უსვამთ ხაზს , რომ იქ ჩახოცილები ღმერთს არ ჰყვარებია, თქვენ არაფერი გცხიათ ღმერთიანობის!"–თეა გვიჩიანი

imageსოციალური ქსელის მომხმარებელი თეა გვიჩიანი შოვის ტრაგედიას ეხმაურება და და პარალელს ავლებს შატილში რამდენიმე წლის წინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თვითონ კი შემთხვევით გადარჩა.


"რამდენიმე წლის წინ, შატილის ტრაგედია რომ მოხდა და 17 ადამიანი ხევში ჩაიჩეხა, მეც იმ ტურზე უნდა ვყოფილვიყავი, უბრალოდ წინაღამით ამინდმა ცოტა დამაფიქრა და დილით უკვე გამზადებულზე რატომღაც დავიზარე კარში გასვლა, რათქმა უნდა იქამდეც და მას შემდეგაც ვმადლობ და ვადიდებ უფალს ყოველი დღისთვის, მაგრამ რა სინდისი და ადამიანობა მათქმევინებდა მსგავსს, რომ მაინცდამაინც მე ვყვარებივარ ღმერთს და ის 17 გარდაცვლილი ადამიანი არა. ვინც ახლანდელ ტრაგედიაზე წერთ, რომ ვინც გამოასწო ტრაგედიას თურმე ღმერთს ჰყვარებიაო, იმდენი ჭკუაც არ გყოფნით და არც სინდისი გაგაჩნიათ, ამით იმას უსვამთ ხაზს, რომ იქ ჩახოცილები ღმერთს არ ჰყვარებია, თქვენ არაფერი გცხიათ ღმერთიანობის! ღმერთმა ყველას შვილი, მშობელი და დედმამიშვილი დაიფაროს განსაცდელისგან!"-წერს თეა გვიჩიანი.
ბოლო მონაცემებით სტიქიის ზონაში მაშველებმა იპოვეს 18 გარდაცვლილის გვამი.ერთ-ერთი ბოლო არის 18 წლის სამირა ისაევა, სამირა ისაევა შოვში მეზობლებთან ერთად დასასვენებლად 25 ივლისიდან იმყოფებოდა.მასთან კონტაქტი 2 აგვისტოს გაწყდა.
სამირას გარდა იდენტიფიცირებულია დავით ბერიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.. მთლიანად 12 პიროვნება.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები კიდევ 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
0
289
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0